|
2017-10-12 11:29:23, 2029 ნახვა
საზოგადოება
ფიქსირებული ფასი ავტომობილის დაზღვევისას - მხოლოდ „თიბისი დაზღვევაში“
"თიბისი დაზღვევა" მომხმარებელს ახალ ავტოსადაზღვევო პროდუქტ D1-ს სთავაზობს, რომლის შექმნის მთავარი მიზანია, გახადოს ავტომობილის დაზღვევა ყველასათვის ხელმისაწვდომი. D1-ის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ მომხმარებელს შეუძლია ავტომობილი მინიმალურ ფასად ყველაზე აქტუალური რისკისგან, ავტოავარიისგან დააზღვიოს. D1-ის ფასი ფიქსირებულია ლარში, რომელიც თითქმის ყველა მოდელის ავტომობილზე ვრცელდება. ვის შეუძლია ისარგებლოს D1-ით - მომხმარებელს, რომელიც არის 25 წელს ზევით, ჰყავს 2 000 წლიდან გამოშვებული ავტომობილი, რომელსაც არ იყენებს კომერციული მიზნებისთვის და მართავს ავტომობილს მინიმუმ 1 წელი რა შემთხვევებს ფარავს D1 - D1 ავტოდაზღვევა ფარავს ავტოსაგზაო შემთხვევას და ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას, რაც გულისხმობს ავტოავარიის შედეგად, სხვისი ავტომობილის, ქონების ან ჯანმრთელობის დაზიანების დროს მიყენებული ზარალის ანაზღაურებას. რა ღირს D1 - D1 ავტოდაზღვევის ორი სახის შეთავაზება არსებობს: თვეში 30 ლარად თქვენ ყიდულობთ 5 000 ლარიან ანაზღაურების ლიმიტს "თიბისი დაზღვევის" სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ავტოსაგზაო შემთხვევების 77%-ის შემთხვევაში დამდგარი ზარალის ოდენობა არ აღემატება 5 000 ლარს, ხოლო 91%-ის შემთხვეაში ზარალის ოდენობა არ აღემატება 10 000 ლარს. აღნიშნული სტატისტიკა ჯამურად ითვალისწინებს როგორც დაზღვეული ავტომობილის, ასევე სხივისი ქონების დაზიანების შედეგად დამდგარი ზარალის ოდენობას.
როგორ უნდა შეიძინოთ D1 D1-ის შეძენა მარტივად, ფეისბუკის მესენჯერიდან, თიბისი დაზღვევის ბი ბოტის დახმარებით არის შესაძლებელი. ბი ბოტი დაზღვევის პირველი ბოტია საქართველოში, ის ფეისბუკის მესინჯერშია ინტეგრირებული და მისი მოძებნა სოციალურ ქსელში დარეგისტრირებულ ნებისმიერ მომხარებელს შეუძლია. ბი ბოტს მხოლოდ რამდენიმე პირადი მონაცემი უნდა გაუზიაროთ, აირჩიოთ სასურველ სადაზღვევო ლიმიტი და გადახდის პირობა, რის შემდეგაც დაზღვევის პოლისს პირდაპირ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღებთ. დაზღვევის შეძენის შემდეგ, ერთხელ უნდა ესტუმროთ თიბისი ბანკის ან თიბისი დაზღვევის ნებისმიერ ფილიალს სადაც თქვენი ავტომობილი დასურათდება და დაზღვევაც გააქტიურდება.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)