03:28 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-12 10:31:51, 1580 ნახვა

საზოგადოება
სასჯელაღსრულების სისტემაში გატარებულ რეფორმებს ბელარუსის რესპუბლიკის დელეგაცია ეცნობა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გამოცდილების გაზიარებისა და გატარებული რეფორმების გაცნობით მიზნით, საქართველოს ბელარუსის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ეწვია.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ, ზვიად მიხანაშვილმა ბელარუს სტუმრებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში გატარებული რეფორმები და პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის მნიშვნელოვანი ასპექტები გააცნო.
 
„ბელარუსის პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები საქართველოს მიღწევების გაცნობითა და თავის ქვეყანაში დანერგვით არიან დაინტერესებულნი. სტუმრებმა გამოთქვეს სურვილი ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში გავაგრძელოთ საქმიანობა. ვგეგმავთ სამუშაო ჯგუფების შექმნას, ასევე, საპასუხო ვიზიტის განხორციელებას მინსკში, რათა ბელარუს კოლეგებს საქართველოში გატარებული რეფორმები დეტალურად გავაცნოთ,“ - განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.
 
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გამოცდილებასა და უწყებაში განხორციელებულ რეფორმებს უკვე ინტერესით გაეცნენ აზერბაიჯანის, სომხეთის, მოლდოვას, ბოსნია–ჰერცოგოვინის და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები.

ბელარუსი სტუმრები, ასევე, დაინტერესდნენ ნოვაციებით, რაც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში ალტერნატიული სასჯელების აღსრულების კუთხით არის დანერგილი.
 
როგორც ბელარუსის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზედამხედველო-აღსრულებითი საქმიანობის განყოფილების უფროსმა სერგეი ნიკელმა აღნიშნა, ბელარუსში განსაკუთრებით აინტერესებთ საქართველოს პრობაციის სისტემაში დანერგილი მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის პროგრამები.

„სამწუხაროდ, ბელარუსი ახლა იწყებს პრობაციის სისტემის რეფორმას და ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი გამოცდილების გაცნობა. რამდენადაც ვიცი, მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის პროგრამები საქართველოში საკმაოდ ეფექტიანად მუშაობს და თქვენი მიღწევების ბელარუსში დანერგვა გვინდა. ჩვენ გავეცანით პრობაციის მიმართულებით ლატვიელი კოლეგების გამოცდილებასაც და როგორც აღმოჩნდა, მათ თქვენგან ისწავლეს ბევრი რამ. სასიამოვნოა, რომ იგეგმება ჩვენს უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება და რაც შესაძლებელს გახდის ჩვენთვის საინტერესო ყველა საკითხის ორმხრივ ფორმატში განხილვას," - განაცხადა სერგეი ნიკელმა.
 
ბელარუსის დელეგაცია პრობაციის ეროვნულ სააგენტოს, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებასა და მის ტერიტორიაზე არსებულ სოციალურ საწარმოსაც ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში, ბელარუსი სტუმრები, ასევე, ქვემო ქართლის და კახეთის პრობაციის ბიუროებს ეწვევიან.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics