2017-10-11 20:39:03, 2818 ნახვა
საზოგადოება
მსახიობი ლიკა ქავჟარაძე გარდაცვლილი იპოვეს
მსახიობი ლიკა ქავჟარაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ლიკა ქავჟარაძეს მრავალ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია "ნატვრის ხე", სადაც მან მარიტას როლი შეასრულა. ქავჟარაძეს 26 ოქტომბერს 58 წელი შეუსრულდებოდა.
ავტორი: ,