|
2017-10-11 16:58:44, 2209 ნახვა
მსოფლიო
ერაყის სასამართლომ, ქურთისტანში ე.წ. რეფერენდუმის ორგანიზატორების დაკავების ორდერი გასცა
ერაყის სასამართლომ, ქურთისტანში დამოუკიდებლობის შესახებ ე.წ. რეფერენდუმის ორგანიზატორების დაკავების ორდერი გასცა, - ამის შესახებ The Independent იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ სასამართლომ ე.წ. რეფერენდუმის შედეგები არაკონსტიტუციურად სცნო. მანამდე ოფიციალური ბაღდადი აცხადებდა, რომ რეფერენდუმი არაკანონიერია და მისი შედეგები არალეგიტიმური იქნება. შეგახსენებთ, რომ 25 სექტემბერს ერაყის ქურთისტანის რეგიონში რეფერენდუმი ჩატარდება. კერძოდ კი, ქურთისტანის რეგიონის მოსახლეობამ მხარი დაუჭირა ერაყისგან გამოყოფის საკითხს. რეფერენდუმის შედეგად დადგინდა, რომ მოსახლეობის 93% -მა დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. რეფერენდუმს მსოფლიოს მასშტაბით ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა. ქურთისტანის რეგიონის ერაყისგან გამოყოფას უარყოფითად აფასებს გაეროც. გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ ეს პროცესი “ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლას ხელს უშლის. რეფერენდუმამდე ერთი დღით ადრე თურქეთის ხელისუფლებამ ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში ქურთისტანის მუშათა პარტიის იარაღის საწყობები დაბომბა. ოფიციალური ანკარა ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელიც რეფერენდუმს ეწინააღმდეგება. რეფერენდუმის ჩატარების გადაწყვეტილება ერაყის ქურთისტანის პარლამენტმა 15 სექტემბერს მიიღო. კენჭისყრა რეფერენდუმის შესახებ 2-წლიანი პაუზის შემდეგ განახლდა. პლებისციტის ჩატარებას მხარი 68 დეპუტატიდან 65-მა დაუჭირა. აღსანიშნავია, რომ ერაყის ქურთისტანში, 1 ნოემბერს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება ცნობისთვის, ერაყის ქურთისტანი არაოფიციალური სახელწოდებაა. ის ერაყის ჩრდილოეთით მდებარეობს და ქვეყნის ერთადერთ ავტონომიურ რეგიონს წარმოადგენს. ადგილობრივი ხელისუფლების სათავეში კი, მასუდ ბარზან დგას.
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)