19:14 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-11 15:25:58, 2301 ნახვა

მსოფლიო
ესპანეთის ხელისუფლება კატალონიას ავტონომიის სტატუსის წართმევით ემუქრება

ესპანეთის ხელისუფლება კატალონიას აფრთხილებს, რომ შესაძლოა კონსტიტუციის 155-ე მუხლი აამოქმედოს, რომელიც რეგიონისთვის, ავტონომიის სტატუსის წართმევას გულისხმობს, - ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ განაცხადა.

როგორც რახოიმ აღნიშნა, ესპანეთი კატალონიასთან დაკავშირებით, შესაბამის გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს.

"ხელისუფლება კატალონიისგან ითხოვს განმარტებებს, გამოაცხადეს თუ არა დამოუკიდებლობა. ეს განმარტება საჭიროა იმისთვის, რომ გავიგოთ ასამოქმედებელია თუ არა კონსტიტუციის 155-ე მუხლი. ამით ასევე, გვინდა მოქალაქეებს თავდაჯერებულობა შევმატოთ. პასუხი, რომელსაც გენერალიტეტის მეთაური მოგვცემს, განსაზღვრავს იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ესპანეთის მთავრობა უახლოეს დღეებში მიიღებს", - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 893 შეადგენს, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებამ 2,300 საარჩევნო უბნის გახსნა მოახერხა, საიდანაც პოლიციამ 400-მდე საარჩევნო უბანი დახურა. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ. ამასთან, 10 ოქტომბერს კატალონიის მეთაურმა კარლეს პუჩდემონმა რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics