|
2017-10-11 13:34:11, 1776 ნახვა
ეკონომიკა
„ლიბერთი ბანკი“ შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ხელშეწყობას განაგრძობს
დღეს, „ლიბერთი ბანკის“ დირექტორმა ალექსი ხოროშვილმა და ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი „რეჰაბის“ დირექტორმა დავით შველიძემ ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაგრძელებას მოაწერეს ხელი. მემორანდუმის ფარგლებში, ლიბერთი ბანკი 2017 წლის ბოლომდე განაგრძობს სოციალურად დაუცველი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე იმ ბენეფიციარების რეაბილიტაციის დაფინანსებას, რომლებიც ჯერჯერობით ვერ მოხვდნენ სახელმწიფო პროგრამაში. შპს ,,ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი რეჰაბი" 2016 წლის დეკემბერში დაფუძნდა და 2017 წლის 1-ლი კვარტალის ბოლოდან ჩართულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციისა ქვეპროგრამებში. ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით, აღჭურვილია სათანადო სარეაბილიტაციო ინვენტარით და გააჩნია მკურნალობისათვის საჭირო ადაპტირებული გარემო. „მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს და ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციისათვის, ჯერ კიდევ არასაკმარისი საბიუჯეტო დაფინანსების პირობებში ბენეფიციართა დიდი რაოდენობა ამ მომსახურეობით დღეისათვის ვერ სარგებლობს, რის გამოც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება ვერ ხერხდება. სწორედ ამიტომ დავიწყეთ კერძო სექტორში, განსაკუთრებით კი სოციალური პროგრამების განხორციელებაში აქტიურად ჩართული ორგანიზაციებისათვის ინფორმაციის მიწოდება და უნდა აღვნიშნო, რომ ლიბერთი ბანკის სახით ძალიან ღირსეული და ქველმოქმედი პარტნიორი შევიძინეთ. დღეისათვის მათ მიერ დაფინანსებულია 200 ბენეფიციარის 6.600 პროცედურა და ბანკი 2017 წლის ბოლომდე განაგრძობს მათი რეაბილიტაციის ხელშეწყობას", - განაცხადა ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ „რეჰაბის“ დირექტორმა დავით შველიძემ. როგორც ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ალექსი ხოროშვილმა აღნიშნა, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირების ხელშეწყობაა. „მათი უმრავლესობა ჩვენი ბანკის მომხმარებელია, აქედან გამომდინარე, უშუალო შეხება გვაქვს მათ პრობლემებთან. ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის ადაპტირებული სერვისების შეთავაზება, მათი მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, რათა თითოეულმა მათგანმა შეძლოს საკუთარი პოტენციალის გამოვლენა და გამოყენება. შედეგის მისაღწევად ბანკი თანამშრომლობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და იმ ორგანიზაციებთან, რომლებსაც კონკრეტული სერვისების მიწოდების გამოცდილება აქვთ", - განაცხადა ალექსი ხოროშვილმა.
(R)
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)