11:45 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-01 10:15:48, 328 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა მინდია ჯანელიძეს უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნად დაბრუნება შესთავაზა

„ბატონ მინდია ჯანელიძეს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და  კრიზისების მართვის საბჭოს მდივნად დაბრუნება  შევთავაზე“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე მინისტრების წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით,  აღნიშნული სფერო უნდა ჩაიბაროს იმ  ადამიანმა, რომელმაც კარგად იცის ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები.

„ბატონ მინდია ჯანელიძეს სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნად დაბრუნება შევთავაზე.  ეს საბჭო გახლავთ ჩემი სათათბირო ორგანო, რომელიც მუშაობს ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ის უნდა ჩაიბაროს ადამიანმა, რომელმაც ეს სფერო ძალიან კარგად იცის. ბატონი დავით სუჯაშვილი, რომელიც დღემდე იყო ამავდროულად სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, იგი დაუბრუნდება თავის საქმიანოაბს, ანუ გააგრძელებს მოღვაწეობას დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა  მინდია ჯანელიძეს თავდაცვის მინისტრის პოსტზე გაწეული საქმიანობისთვის.

„იგი არის ნამდვილად მაღალი დონის  პროფესიონალი,  ღირსეული პატრიოტი და ნამდვილი მოქალაქე ჩვენი ქვეყნის“,-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics