|
2017-10-10 19:10:35, 850 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრს ნურეთინ ჯანიქლის შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრ ნურეთინ ჯანიქლის შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ბათუმში "საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე" (GDSC) დასწრების ფარგლებში იმყოფებიან, რომელიც 12 ოქტომბერს სასტუმრო „შერატონში" გაიმართება. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი ქვეყნებს შორის არსებულ პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებს შეეხო. მხარეებმა რეგიონულ ჭრილში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი გამოთქვეს. ზურაბ პატარაძემ თავდაცვის მინისტრთან საუბრისას გაიხსენა გასულ წელს შავ ზღვაში წვრთნების დროს დაკარგული ქართველი სამხედროების სამძებრო სამუშაოებში თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ჩართულობა, ასევე თურქეთის მთავრობის დახმარება ბორჯომის ხეობასა და შავნაბადას მთაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში. აღნიშნული მხარდაჭერისთვის აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება. ზურაბ პატარაძის თქმით, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მყოფი საქართველოსთვის და რეგიონში უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნატო-ს წევრი ქვეყნების გემების აქტიურობა შავ ზღვაში. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 3-5 ნოემბერს იგეგმება „NATO-ს სარდლობის მუდმივმოქმედი საზღვაო გამნაღმველი ჯგუფი 2"–ის გემების „საპორტო ვიზიტი" ბათუმის პორტში, რომლის შემადგენლობაში შედის თურქეთის, გაერთიანებული სამეფოს, იტალიის, ბულგარეთის და რუმინეთის გემები. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი. თურქეთის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილეები ჯელალ სამი თუფექჩი და ბასათ ოზთურქი, თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ, თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ქ. ბათუმში იასინ თემიზქანი და თურქეთის რესპუბლიკის თავმდაცვის სამინისტროს სხვა წარმომადგენლები.
(NS)
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)