03:28 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-10 18:47:23, 1885 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზამ“ პროფესიული დღესასწაული აღნიშნა

„საქართველოს რკინიგზამ“, პროფესიული დღის აღსანიშნავ საზეიმო საღამოზე, წლის გამორჩეული თანამშრომლები ხაშურის სავაგონო დეპოში დააჯილდოვა.

რკინიგზელებისათვის, ღონისძიებაზე გასამგზავრებლად, დაინიშნა და შესრულდა სპეციალური რეისი-Stadler Kiss-ის მატარებლით. ადგილზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ სადღესასწაულოდ მოწყობილ გარემოში დაეთვალიერებინათ  ახალი ტექნიკა,  გაცნობოდნენ რკინიგზის მუზეუმში დაცულ უძველეს ნივთებს  და მოესმინათ საუკეთესო „რკინიგზული“ ბენდისთვის.

 «საპატიო რკინიგზელი», «თავდადებული რკინიგზელი», «საიმედო მემანქანე», «რკინიგზის ვეტერანი», «ინოვატორი რკინიგზელი», «საუკეთესო მენეჯერი», «ყველაზე პროდუქტიული რკინიგზელი», «საუკეთესო კოლეგა», «ყველაზე ოპერატიული რკინიგზელი», «სამაგალითო რკინიგზელი დედა», «სანიმუშო რკინიგზელი», «საუკეთესო გუნდი», «მოძრაობის უსაფრთხოების საუკეთესო დამცველი» და «წლის საუკეთესო პროფესია» - ეს ის 14 ნომინაციაა, რომლის მიხედვითაც  125  გამორჩეული რკინიგზელი გამოვლინდა.

გამარჯვებულებს,  ფულადი პრემიები და ფასიანი საჩუქრები სიგელებთან ერთად, სს „საქართველოს რკინიგზის“   გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ და ფილიალების დირექტორებმა გადასცეს.

 „ძვირფასო რკინიგზელებო, გილოცავთ რკინიგზელთა დღეს! მადლიერებას და ღრმა პატივისცემას გამოვხატავ თითოეული თქვენგანის მიერ შეტანილი წვლილისათვის ჩვენი კომპანიის განვითარების გზაზე! დარწმუნებული ვარ, რომ საერთო ძალისხმევით წინ ბევრი წარმატება გველის“, - განაცხადა  ღონისძიების საზეიმო გახსნის ცერემონიაზე  სს „ საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics