02:29 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-09 21:49:28, 1866 ნახვა

საზოგადოება
10 ოქტომბრის ანონსი

ხვალ, 10 ოქტომბერს, 09.50 საათზე, სასტუმრო ,,ბილტმორში'' გაიმართება საქართველო-ირანის ბიზნეს ფორუმი,  რომელსაც  საქართველოს  ეკონომიკისა  და მდგრადი განვითარების მინისტრი  გიორგი გახარია და  ირანის კოოპერაციის შრომის, და სოციალური კეთილდღეობის მინისტრი ალი რაბიი  მისასალმებელი სიტყვით   გახსნიან.

ქართული  და ირანული ბიზნესწრეების წარმომადგენლები ფორუმზე ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ტრანსპორტის, წყალმომარაგების, კულტურისა და განათლების  დარგში თანამშრომლობის პერსპექტივებზე  იმსჯელებენ.


ხვალ 10 ოქტომბერს, 10.50 საათზე, „ფუნიკულიორში" გაიმართება  საქართველო-ირანის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-6 სხდომა, რომელსაც ასევე გიორგი გახარია და ალი რაბიი  დაესწრებიან.

კომისიის სხდომაზე ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხების ფართო სპექტრს განიხილავენ.


10 ოქტომბერს 11:00 საათზე, პორტალ „კვირას" პრეს-კლუბში, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბას" პრეზიდენტი შოთა გულბანი ბრიფინგს გამართავს.

თემა: 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის შეფასება. არსებული გამოწვევები და პრიორიტეტები.

მისამართი: თბილისი. ნუცუბიძის ქ. 14ბ, I სადარბაზო, მე-2 სართული, I ოფისი.

საკონტაქტო ნომერი: 599 85 34 00

10 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა  სოფრომაძე ფსიქიკური ჯანმრთელობის დღესთან დაკავშირებით ორგანიზებულ  ფსიქიატრიის სტაციონარის პაციენტთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას 
დაესწრება.   მისამართი: ქავთარაძის ქ.#21ა, თბილისი
საკონტაქტო პირი: სოფო ჭუმბურიძე - 599 120009

2017 წლის 10 ოქტომბერს, 13:00-15:00 საათზე, ევროპის ფონდი გამართავს კვლევის ანგარიშის პრეზენტაციას „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში, 2009 – 2017 წლები“. პრეზენტაცია გაიმართება სასტუმრო თბილისი მარიოტის წვეულებათა დარბაზში (რუსთაველის გამზ. #13, თბილისი).

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ხვალ, 10 ოქტომბერს, 14 საათზე, თბილისის ოფისში, მისამართზე: დ. აღმაშენებლის გამზირი #61. გიწვევთ განახლებული ვებგვერდის Chemikhma.ge პრეზენტაციაზე, რომელიც ამომრჩეველს თბილისის მერობის მისთვის სასურველი კანდიდატის შერჩევაში დაეხმარება. 

10-11 სექტემბერს, ქალაქ ბათუმში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი (SEDM) გაიმართება.
ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გახსნის. მინისტრის შემდეგ მონაწილეებს SEDM-ის თავმჯდომარე, ელეფტერიოს ანგელოპულოსი მიმართავს სიტყვით.

იუსტიციის სამინისტროს ტრენინგები ქალთა უფლებებისა და ოჯახში ძალადობის თემაზე გრძელდება. 10 ოქტომბერს, 14:30 საათზე, სწავლებას ზუგდიდში იუსტიციის სახლი და ორსანტიაში სასწავლო ცენტრი უმასპინძლებს

ხვალ, 10 ოქტომბერს, 15:00 საათზე, კასპში რესპუბლიკური პარტიის მერობის კანდიდატის, ნათია ბახტაძის  წარდგენა გაიმართება. რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი თამარ კორძაია და ეროვნული კომიტეტის წევრი დავით ბერძენიშვილი, მერობის კანდიდატთან ერთად მოსახლეობას შეხვდებიან.
მისამართი: კასპი, გიორგი სააკაძის ძეგლთან, სკვერში.

ხვალ, 10 ოქტომბერს, 15:00 სთ-ზე, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჩატარდება პროექტის - " სტრატეგიული რჩევები საქართველოში  კულტურის საჯარო დაფინანსების მდგრადი, ეფექტური და გამჭვირვალე სისტემის მოდელის შემუშავებისთვის" - ანგარიშის/კვლევის პრეზენტაცია, რომელიც მომზადდა ევროკავშირის ექსპერტის, ტერი სანდელის მიერ.

10 ოქტომბერს, 18:00 საათზე,  2017 წლის „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი" გრანდიოზული ღონისძიებით დასრულდება. კონკურსის ფარგლებში, ვიცე- პრემიერი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა წლის საუკეთესო მეცნიერებს დააჯილდოებს. ამასთან,  გამოვლინდებიან ფოტოკონკურსსა და ჟურნალისტიკის სტუდენტურ კონკურსებში გამარჯვებულები.

ადგილი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო


10 ოქტომბერს, 19 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ბიზნესდაჯილდოების შუალედური ღონისძიება გაიმართება.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics