12:31 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-09 19:08:11, 1994 ნახვა

პოლიტიკა
მიხაელ როთმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში გერმანიის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიხაელ როთი მიიღო.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში არსებულ დინამიკას, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმდინარეობას და სამომავლო პერსპექტივებს, საქართველოში განხორციელებული რეფორმების კურსს, ასევე გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნების შედეგებს.

ვიცე-პრემიერმა მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა მიხაელ როთს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ საქართველოს მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ უმაღლეს და მაღალ დონეზე ვიზიტების ინტენსიური ურთიერთგაცვლა ხელს უწყობს ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. ამასთან, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა გერმანიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის წარმატებით განხორციელების კუთხით.

მიხაელ როთმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გატარებული რეფორმებისა და დემოკრატიული ტრანსფორმაციის თვალსაზრისით საქართველოს ლიდერის პოზიცია უკავია მთელ რეგიონში. ევროპის საქმეთა სახელმწიფო მინისტრმა ქართულ მხარეს დაუდასტურა გერმანიის მტკიცე მხარდაჭერა რეფორმების ისევე, როგორც დასავლეთთან ინტეგრაციის სფეროში.

მიხაელ როთი 2017 წლის 9-10 ოქტომბერს სამუშაო ვიზიტით იმყოფება თბილისში, რომლის ფარგლებშიც შეხვედრებს ასევე მართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ადგილობრივ არასამთავრობო, კვლევით და საქართველოში მოქმედ გერმანულ ორგანიზაციებთან. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics