02:29 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-09 17:54:43, 1761 ნახვა

საზოგადოება
კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებმა უფრო მეტი იციან ევროკავშირის შესახებ, ვიდრე 2009 წელს იცოდნენ

ევროპის ფონდის კვლევის „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში, 2009 – 2017 წლები“  ანგარიშის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირი დემოკრატიასთან ასოცირდება, მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ეთანხმება მოსაზრებებს, რომ ევროკავშირი მშვიდობისა და უსაფრთხოების წყაროა ევროპაში და რომ ესაა დემოკრატიული გაერთიანება, რომელიც მის არაწევრ ქვეყნებში დემოკრატიის განვითარებას უწყობს ხელს.

ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე მომზადებული ანგარიშის თანახმად,  საქართველოს მოქალაქეებმა 2017 წელს უფრო მეტი იციან ევროკავშირის შესახებ, ვიდრე 2009 წელს იცოდნენ.

"თუმცა, საყურადღებოა, რომ მოსახლეობის ცოდნის დონე ჯერ კიდევ ძალიან დაბალია ისეთი საკითხების თაობაზე, როგორებიცაა ევროკავშირის ინსტიტუტები, საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიღწეული შეთანხმებები და ევროკავშირის მიერ საქართველოში განხორციელებული კონკრეტული პროექტები.

როგორც მოსალოდნელი იყო, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ცოდნის დონე ძალიან განსხვავებულია ქალაქისა და სოფლის მოსახლეობას შორის. ამ კუთხით, განსაკუთრებით თვალში საცემია განსხვავებები თბილისის მოსახლეობასა და თბილისს გარეთ მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შორის.

საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა თვლის, რომ ევროკავშირის შესახებ საკმარის ინფორმაციას არ იღებს. კერძოდ, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი აცხადებს, რომ ისურვებდა ევროკავშირის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას",-ნათქვამია ანგარიშში.

კვლევა ჩაატარა CRRC საქართველომ, ევროპის ფონდის დაკვეთით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida), საქართველოში ნიდერლანდების გაერთიანებული სამეფოს საელჩოსა და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (DANIDA) მხარდაჭერით.

კვლევის ანგარიშის პრეზენტაციას ხვალ,  13:00-15:00 საათზე, ევროპის ფონდი თბილისი მარიოტის წვეულებათა დარბაზში (რუსთაველის გამზ. #13, თბილისი) გამართავს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics