02:29 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-09 15:50:35, 1717 ნახვა

საზოგადოება
ზუგდიდსა და ორსანტიაში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში უფასო ტრენინგები ჩატარდება

იუსტიციის სამინისტროს ტრენინგები ქალთა უფლებებისა და ოჯახში ძალადობის თემაზე გრძელდება.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 10 ოქტომბერს, 14:30 საათზე, სწავლებას ზუგდიდში იუსტიციის სახლი და ორსანტიაში სასწავლო ცენტრი უმასპინძლებს.

უწყების ცნობით, სლოგანით „იმოქმედე!" იუსტიციის სამინისტრო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სოციალურ კამპანიას აწარმოებს და უფასო ტრენინგებიც მის ფარგლებში ტარდება.

სოციალური კამპანიის მიზანია მოქალაქეების ინფორმირება და ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების გააქტიურება.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კამპანიის პრეზენტაცია მიმდინარე წლის თებერვალში გამართა.

კამპანიის მიზანი  საქართველოს მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდებაა იმ სიახლეების შესახებ, რომელთაც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კანონთა პროექტი განსაზღვრავს.

ტრენინგების შედეგად მოქალაქეებს  სრული ინფორმაცია ექნებათ, თუ რას ითვალისწინებს კანონმდებლობა მათი უფლებების დასაცავად და რა სერვისებს სთავაზობს ძალადობის მსხვერპლთ,  ეს კი მათ საშუალებას მისცემთ, უკეთ დაიცვან საკუთარი უფლებები და, საჭიროების შემთხვევაში, ისარგებლონ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული დახმარებით.

სპეციალურად მომზადებული პროგრამით  ტრენინგის მონაწილეები ზოგად ინფორმაციას იღებენ, თუ რა არის ძალადობა, როგორ შეიძლება ის ვლინდებოდეს, რა ზეგავლენა  აქვს მას პიროვნებასა და საზოგადობაზე,  გაეცნობიან ძალადობის აღსაკვეთად და მსხვერპლთა დასაცავად დღეს არსებულ მექანიზმებს.

პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელს გაუღრმავდება ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ დაეხმაროს მსხვერპლს და როგორ ამოიცნოს ძალადობის ესა თუ ის ფორმა.

უფასო ტრენინგებზე მონაწილეობის შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც  რეგისტრაციას შემდეგ ელექტრონულ მისამართზე გაივლის. http://tcj.gov.ge/ka/news/378//.

თითოეულ ჯგუფში მონაწილედ პირველი 20 დარეგისტრირებული პირი შეირჩევა.  მთლიანობაში, 6 თვის განმავლობაში, ტრენინგები თბილისის იუსტიციის სასწავლო ცენტრსა და საქართველოს ყველა რეგიონში არსებულ იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში. ჯამში, სწავლებას 2500 პირი გაივლის.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics