13:45 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-09 13:01:05, 578 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი პროექტის - „We are all United“ მონაწილეებს შეხვდა

აჭარაში "იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილების შესახებ" პროექტის მონაწილეები იმყოფებიან.

პროექტი „ერასმუს+“-ის მიერ ფინანსდება და მასში ჩართულია 30 ახალგაზრდა საქართველოდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, რუმინეთიდან, ხორვატიიდან და ბელგიიდან.

პროექტის მონაწილეებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე შეხვდნენ. სამინისტროს წარმომადგენლებმა, მონაწილეებს, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა შესახებ სახელმწიფო სტრატეგია გააცნეს, ისაუბრეს ამ კუთხით განხორციელებულ პროექტებზე და შეკითხვებს უპასუხეს.

„We are all United“ პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდული ცენტრი“ ახორციელებს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ქ. ქობულეთში, 5 – 11 ოქტომბერს 7-დღიანი ტრენინგ კურსი ტარდება.

„პროექტის მიზანია ახალგაზრდები გაეცნონ სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილების შესახებ. გაუზიარონ ერთმანეთს თავიანთი გამოცდილება და შეიმუშაონ სამომავლო პროექტები თუ როგორ შეუწყონ ხელი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილების აქტიურ ჩართვას სამოქალაქო ცხოვრებაში. პროექტი ასევე მიზნად ისახავს ინფორმაციის მიწოდება სხვადასხვა ქვეყნების ტრადიციების, ადათ-წესების, ხალხური სიმღერების, ტრადიციული ცეკვების და ტრადიციული სამზარეულოს შესახებ“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics