02:30 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-08 14:34:29, 2545 ნახვა

საზოგადოება
აზიური ფაროსანას საწიინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით სურსათის ეროვნული სააგენტო, მავნებლის  გავრცელების კერებში ლოკალურ ღონისძიებებს ატარებს.
  სააგენტოს სპეციალური ტექნიკა   სამეგრელოს, გურიის და იმერეთის რეგიონებში იმ ლოკაციებზე მუშაობს, სადაც მავნებელი დიდი ოდენობით აღინიშნება.   
  ტემპერატურის მატებასთან და კლიმატური პირობების გაუმჯობესებასთან ერთად მავნებელი  საცხოვრებლებიდან  კვლავ ნათესებსა და მასივებში ინაცვლებს, სადაც სააგენტოს მიერ იწამლება კონკრეტული ლოკაციები.
 ამასთან ,  ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია  კომპლექსური ღონისძიებების გატარება, მოსახლეობის მიერ საკარმიდამო ტერიტორიების  და ეზოების  დამუშავება სპეციალისტების მიერ რეკომენდებული ქიმიური პრეპარატებით, საცხოვრებელ სახლებში კი მავნებელთან ბრძოლის  მექანიკური მეთოდების გამოყენება.  
პარალელურად გრძელდება პრეპრატების დარიგების პროცესი, ერთ ოჯახს ერთი ლიტრი პრეპარატი , ფერომონი (მავნებლის მოსაზიდი ხაფანგი) და მათი გამოყენების ინსტრუქცია და საინფორმაციო მასალები გადაეცემა.
 პრეპრატების გადაცემა დაახლოებით 230 ოჯახისთვის არის დაგეგმილი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  სამგერლოს, გურიის, იმერეთის და აჭარის მუნიციპალიტეტებს უკვე  გადასცა პრეპარატები , სამეგრელოს რეგიონი 95 911 , გურია-50 670, იმერეთი-38 838, აჭარა-13 000. 
პრეპარატების გადაცემას ადგილობრივი მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფენ და მათი დარიგების პროცესი მიმდინარეობს.
 პრეპარატებთან ერთად მოსახლეობას ასევე ურიგდება საინფორმაციო მასალები და მათი გამოყენების ინსტრუქცია.
მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აზიური ფაროსანას ბრძოლის მიზნით, დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, სამეგრელოს, გურიის, იმერეთის და აჭარის  იმ მუნიციპალიტეტებში სადაც გავრცელებულია მავნებელი სპეციალური ტექნიკით, სამანქანე და სატრაქტორო აგრეგატების და ავიაციის მეშვეობით შეიწამლა 110 ათასი ჰექატრამდე  ფართობი, საკარმიდამო ნაკვეთები და დიდი მასივები. 


(NS) 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics