17:37 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-07 17:24:41, 2533 ნახვა

მსოფლიო
მადრიდში ესპანეთის ერთიანობის მხარდამჭერი აქციები იმართება

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ათობით ათასი მოქალაქე ესპანეთის სამეფოს დროშებით აქციას მართავს და კატალონიელებს მოუწოდებს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პროცესი შეაჩერონ, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ცნობით, აღნიშნული აქციის პარალელურად კატალონიაში, ავტონომიური რეგიონის მეთაურმა კარლეს პუჩდემონმა სხვადასხვა მსხვილი ორგანიზაციებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და მათ მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისში ოფიციალურ მადრიდთან მედიატორობა სთხოვა.

ცნობისთვის, კატალონია დამოუკიდებლობის გამოცხადებას 9 ოქტომბერს გეგმავს. ადგილობრივ პარლამენტში ცალმხრივად დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ კანონპროექტს კენჭი უნდა უყარონ. აღსანიშნავია, რომ ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ შესაბამისი საპარლამენტო სხდომა და კენჭისყრა არაკანონიერად სცნო და მისი  ჩატარება აკრძალა.

შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი კვირას, 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 893 შეადგენს, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებამ 2,300 საარჩევნო უბნის გახსნა მოახერხა, საიდანაც პოლიციამ 400-მდე საარჩევნო უბანი დახურა. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics