|
2017-10-07 11:36:29, 1860 ნახვა
საზოგადოება
სერვისების განვითარების სააგენტომ ცესკოს პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზა გადასცა
იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ - ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 6 ოქტომბერს პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზა გადასცა. „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ვალდებულია, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო სიის ფორმირებისთვის საჭირო მონაცემები წელიწადში ოთხჯერ, ხოლო საარჩევნო პერიოდში - მოთხოვნის შესაბამისად გადასცეს. სააგენტოს ცნობით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პოტენციურ ამომრჩეველთა მონაცემები მიმდინარე წლის 6 ოქტომბრის მდგომარეობით გადაეცა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ცესკოსთვის გადაცემულ სიაში 3 496 461 პოტენციური ამომრჩეველია. ამ სიაში არიან როგორც საქართველოში, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მცხოვრები, ისე საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასული ის სრულწლოვანი პირები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქის სამართლებრივი სტატუსი აქვთ. პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზის გადაცემას ცესკოში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძე და მისი მოადგილე მამუკა სამხარაძე პირადად ესწრებოდნენ. სააგენტოს ხელმძღვანელ პირებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ, და მისმა მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ, უმასპინძლეს. როგორც ცნობილია, საარჩევნო უბანზე გამოცხადებულმა მოქალაქემ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს. იმისთვის, რომ საქართველოს რომელიმე მოქალაქეს არ შეეზღუდოს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება, ამჟამადაც მიმდინარეობს აქცია - დოკუმენტის მიღებისას მოქალაქეები თავისუფლდებიან როგორც საბუთის, ისე ფოტოსურათის გადაღებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისგან. აღნიშნული აქცია გასულ წელს დაიწყო. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, საფასურის გარეშე იღებენ პირადობის მოწმობას ის პირები, რომლებსაც არ აქვთ არანაირი საბუთი და ამიტომ არ არიან საარჩევნო სიაში, ან რეგისტრაციიდან მოხსნის გამო ვერ ხვდებიან საარჩევნო სიაში, ან სააგენტოს ბაზებში არ არსებობს მათი ფოტო ან არსებული ფოტო უხარისხოა, რაც გამორიცხავს საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლის იდენტიფიკაციას. ამ აქციის ფარგლებში, დღემდე 208 202-მა უსაბუთო მოქალაქემ აიღო პირადობის დამადასტურებელი საბუთი უფასოდ და შესაბამისად, შეძლებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. მათ შორის, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულმა 987-მა ადამიანმა გაიარა რეგისტრაცია ახალ მისამართზე და პირადობის მოწმობა მიიღო უფასოდ. გარდაცვალების ფაქტების გამოვლენის მიზნით შედგენილია 1 961 გარდაცვალების ოქმი და გარდაცვლილი პირები ამორიცხული არიან მოქალაქეთა ბაზიდან. აღსანიშნავია, რომ პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზის დასახვეწად და დასაზუსტებლად იუსტიციის სამინისტრო უკვე მეოთხე წელია, ინტენსიურად მუშაობს. „საარჩევნო სიის სრულყოფის პროექტების ფარგლებში, ხარისხიანი საარჩევნო სიის შესადგენად გატარდა მრავალი ღონისძიება. საარჩევნო კოდექსში 2014 წელს შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ამომრჩეველთა სიის ერთ-ერთი დამატებითი რეკვიზიტია ამომრჩევლის ფოტოსურათი. შედეგად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საქართველოს საარჩევნო უბნებზე კვლავ ფოტოსურათიანი სიები იქნება. უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, პოტენციურ ამომრჩეველთა ბაზების რადიკალური გაუმჯობესება გახდა შესაძლებელი; კერძოდ, 2 423 000 -ზე მეტ მოქალაქეზე გაიცა ახალი პირადობის მოწმობა, მათ შორის, 1 365 478 -ზე მეტი პირადობის მოწმობა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით - უფასოდ ან შეღავათიან ფასად (უფასოდ გაიცა 1 174 614 მოწმობა). მოქალაქეები სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლდნენ როგორც დოკუმენტის, ისე ფოტოსურათის გადაღებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისაგან. ამ მასშტაბურმა ღონისძიებებმა 2017 წლის არჩევნებისთვის 2 672 000-ზე მეტი ამომრჩევლის შესახებ ზუსტი, გაუყალბებელი ბიომეტრიული მონაცემი მოგვცა. საარჩევნო სიის სრულყოფის პროექტი მიზნად ისახავდა სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას, სააგენტოს მონაცემთა ბაზების ხარისხის ამაღლებასა და ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის მაქსიმალურად სრულყოფილი ფორმით პოტენციურ ამომრჩეველთა საიდენტიფიკაციო მონაცემების გადაცემას.
(NS)
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)