02:29 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-06 16:51:35, 1804 ნახვა

საზოგადოება
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე კომუნიკაციის ეროვნული სტრატეგიის სამუშაო დოკუმენტი შეიქმნა

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე კომუნიკაციის ეროვნული სტრატეგიის შემუშავების მიზნით, ბორჯომში სამუშაო შეხვედრები გაიმართა, რომლებშიც უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ და წევრი უწყებების საკომუნიკაციო ღონისძიებების დაგეგმვაზე პასუხისმგებელმა პირებმა მიიღეს მონაწილეობა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამდღიანი შეხვედრების პირველი დღე ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საქართველოს მიერ საერთაშორისო, რეგიონულ და ეროვნულ დონეზე აღებულ ვალდებულებებზე,  ძალადობის გამომწვევი მიზეზებზე, შედეგებსა  და მსხვერპლთა თვალით დანახულ მთავარ გამოწვევებზე მსჯელობას დაეთმო. 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში ასევე განიხილეს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიების საუკეთესო პრაქტიკული მაგალითები და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ განხორციელებული ღონისძიებები.

ღონისძიებების ძირითადი ნაწილი ჯგუფებში მუშაობას, საკომუნიკაციო არხების, სამიზნე აუდოტორიისა და საკომუნიკაციო გზავნილების განსაზღვრას მიეძღვნა, რის შედეგადაც სამუშაო ჯგუფმა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე კომუნიკაციის ეროვნული სტრატეგიის სამუშაო დოკუმენტი შეიმუშავა.

დოკუმენტი საბოლოო სახით არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან განხილვის შემდეგ ჩამოყალიბდება.

ეროვნული კომუნიკაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ხელს შეუწყობს პასუხისმგებელ უწყებათა კოორდინირებულ და ეფექტიან მუშაობას და  სახელმწიფოს ერთიანი პოლიტიკის განხორციელებას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის.

ინიციატივა შესაბამისობაშია საქართველოს მთავრობის მიერ სტამბოლის კონვენციით ნაკისრ ვალდებულებასთან, რომელიც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, შესაბამისი პროგრამებისა და კამპანიების განხორციელების ხელშეწყობას გულისხმობს.

სამუშაო შეხვედრები ბორჯომში გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის, ევროკავშირისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის თანამშრომლობით გაიმართა.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics