01:36 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-06 15:35:57, 1857 ნახვა

საზოგადოება
შპს "საქართველოს მელიორაციამ" სოფელ მენჯში სადრენაჟე არხების მოწყობისა და ჭაობის დაშრობის სამუშაოები დაასრულა

შპს „საქართველოს მელიორაციამ“ სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ მენჯში სადრენაჟე არხის მოწყობისა და   ჭაობის დაშრობის  სამუშოები დაასრულა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში 2500 მეტრი სადრენაჟე არხი გაიჭრა.  
მათივე ცნობით, დაშრობითი ღონისძიებები ჩატარდა ტერიტორიაზე, რომელიც  4 ათეული წელი დაჭაობებული იყო. 
მისი სიღრმე დაახლოებით 1,5-2 მეტრს შეადგენდა. აღნიშნული ტერიტორია სამომავლოდ სასოფლო სამეურნეო დანიშნულებას შეიძენს. 
განხორციელებული სამუშოების შედეგად, სოფ. მენჯის 10 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო  მიწის ფართობზე  აღდგა სადრენაჟე მომსახურება. 
ჩატარებული სამუშაოები „საქართველოს მელიორაციის“ დასავლეთის რეგიონული სამსახურის უფროსმა, გიორგი ხუბუამ   დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. 
2013-2017 წლებში სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში რეაბილიტაცია-ექსპლუატაციის ფარგლებში, ჯამში, გაიწმინდა და მოწესრიგდა 896 კილომეტრი სადრენაჟე არხი, შეკეთდა 218 ერთეული სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობა, 1 სათავე და 1 სატუმბი სადგური.  
დღეისათვის, რეგიონში მიმდინარეობს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 8 სარეაბილიტაციო პროექტი, რომლის დასრულების შემდეგ, დრენირებული ფართობი 2198 ჰექტრით გაიზრდება.


(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics