01:36 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-06 13:01:30, 1921 ნახვა

საზოგადოება
„გამჭვირვალობა“: საკრებულომ მერიას საერთო ჯამში ეკლესიისთვის 183,414.00 კვ. მ. მიწის ფართობის გადაცემაზე მისცა თანხმობა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“ თბილისის მუნიციპალიტეტის მე-5 მოწვევის საკრებულოს სამწლიან საქმიანობას ანგარიშში აფასებს.

 ანგარიშს, რომელსაც ორგანიზაცია აქვეყნებს, წარმოდგენილია ინფორმაცია საკრებულოს მიერ მიღებული მნიშვნელოვანი სამართლებრივი აქტების, მათ შორის მუნიციპალური ქონების გადაცემის თაობაზე, საკრებულოს თანამდებობის პირთა ბიზნესთან კავშირებზე, საკრებულოს წევრთა და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობაზე, საკრებულოს მიერ კონტროლის ფუნქციის განხორციელებასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საკრებულომ თბილისის მთავრობას 58 შემთხვევაში თანხმობა მისცა  ფიზიკური პირის ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების გადაცემის თაობაზე.

ასევე ანგარიშში ნათქვამია, რომ საანაგარიშო პერიოდში საკრებულომ თანხმობა მისცა ქალაქ თბილისის მერიას ეკლესიისთვის საერთო ჯამში 183,414.00 კვ.მ. მიწის ფართობის გადაცემაზე.

საპრივატიზაციო პირობა უმეტეს შემთხვევაში არის ეკლესიის აშენება, ასევე სკვერის მოწყობა, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა, გამწვანება და კეთილმოწყობა. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელ ეკლესიას.

უძრავი ქონება პირდაპირი განკარგვის ფორმით გადაეცა - 28 შემთხვევაში სიმბოლურ ფასად 1 ლარად

„საკრებულოს საქმიანობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია პროაქტიულად არ ქვეყნდება (მათ შორის, კონტროლის მიზნით ანგარიშვალდებული პირებისათვის გაგზავნილი შეკითხვები). ცალკეული კომპონენტების  (წარდგენილი ინიციატივები; სიტყვით გამოსვლის, სხდომებში მონაწილეობის სტატისტიკა) მიხედვით საკრებულოს წევრთა შეფასება შეუძლებელი გახდა, რადგან საკრებულომ ინფორმაცია არ მოგვაწოდა.

გაუმჯობესებას საჭიროებს საკრებულოს მიერ საზედამხედველო ფუნქციის განხორციელება.

ოპოზიციის მოთხოვნით რიგგარეშე სხდომაზე ანგარიშის წარდგენის მიზნით დედაქალაქის მერი არ წარსდგა საკრებულოს წინაშე. 

მნიშვნელოვანია მომდევნო მოწვევის საკრებულოში გადაწყვეტილების მიღების პროცესი, მათ შორის ქონების გადაცემასთან დაკავშირებით, იყოს უფრო ღია, გამჭვირვალე და დასაბუთებული, ხოლო საკრებულო მეტად ეფექტურად იყენებდეს კანონმდებლობით განსაზღვრულ კონტროლის მექანიზმებს.

ანგარიში ეფუძნება საკრებულოდან გამოთხოვილ და ასევე საკრებულოს ოფიციალურ ვებ გვერდზე არსებულ ინფორმაციასა და ჩვენი ორგანიზაციის დაკვირვებებს“,-აცხადებენ ორგანიზაციაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics