02:29 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-06 12:46:10, 1978 ნახვა

საზოგადოება
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“: თბილისის საკრებულოს 24 თანამდებობის პირიდან 10-ს ბიზნესთან აქვს კავშირი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“ თბილისის მუნიციპალიტეტის მე-5 მოწვევის საკრებულოს სამწლიან საქმიანობას ანგარიშში აფასებს.

ანგარიშში, რომელსაც ორგანიზაცია აქვეყნებს, წარმოდგენილია ინფორმაცია საკრებულოს მიერ მიღებული მნიშვნელოვანი სამართლებრივი აქტების, მათ შორის მუნიციპალური ქონების გადაცემის თაობაზე, საკრებულოს თანამდებობის პირთა ბიზნესთან კავშირებზე, საკრებულოს წევრთა და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობაზე, საკრებულოს მიერ კონტროლის ფუნქციის განხორციელებასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საკრებულოს 24 თანამდებობის პირიდან 10 თანამდებობის პირს  კავშირი  აქვს ბიზნესთან.

პრობლემურია საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ არადეკლარირებული ბიზნეს წილები, რაც დეკლარაციის არასწორად შევსების შემთხვევას წარმოადგენს და შესაძლოა, დაჯარიმებას დაექვემდებაროს.

კვლევის თანახმად, წილების საკუთრება არ აქვს დეკლარირებული საკრებულოს  5 თანამდებობის პირს: გიორგი ტყემალაძე (ქართული ოცნება - მრეწველები), გიორგი ახვლედიანი (ფრაქცია თბილისელები), გიორგი მუსხელიშვილი (ფრაქცია თბილისელები), ლია ჯახველაძე (თბილისელები), გულიკო ზუმბაძე.

არასრულად არის დეკლარირებული საკრებულოს 2 თანამდებობის პირის წილის საკუთრება: ვლადიმერ ძნელაძე (ქართული ოცნება-მრეწველები), ლევან დარახველიძე (ქართული ოცნება - მრეწველები).

კომერციული იურიდიული პირების ხელმძღვანელობა (დირექტორი) საკრებულოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელ საქმიანობას წარმოადგენს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, დირექტორად რეგისტრირებულია საკრებულოს 3 თანამდებობის პირი: გიორგი ტყემალაძე (ფრაქცია ქართული ოცნება - მრეწველები), ლევან დარახველიძე (ფრაქცია ქართული ოცნება - მრეწველები) ლია ჯახველაძე (ფრაქცია თბილისელები).





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics