|
2017-10-06 11:20:13, 1681 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი შიდა ქართლში გახორციელებულ პროექტებს გაეცნო
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა შიდა ქართლში გახორციელებულ პროექტებსა და მიღწეულ შედეგებზე ფერმერებთან გორში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა სახელმწიფო უწყებებსა და ფერმერებს შორის ურთიერთობაში სამ ძირითად პრიორიტეტზე-თანადაფინანსება, ტექნიკურ მხარდაჭერა და ცოდნის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა-გაამახვილა ყურადღება. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ფერმერებთან შეხვედრაზე შესაბამისი ცოდნის და თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რაც წარმოუდგენელია მთავრობასა და ფერმერებს, მეწარმეებს შორის აქტიური კომუნიკაციის გარეშე და შეხვედრის მონაწილეებს უფრო მეტი ჩართულობა სთხოვა. თავის მხრივ, ფერმერებმა მინისტრს სარწყავი წყლის მიწოდების საკითხის მოგვარებაში სთხოვეს დახმარება. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სამინისტროს აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა მსოფლიო ბანკის დახმარებით აქვს დაგეგმილი. ლევან დავითაშვილმა გორის რაიონში „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში დაფინანსებული ახალი ხორცისა და თევზის გადამამუშავებელი საწარმოს შპს „ბატონო“ გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. შპს „ბატონო“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმოა, სადაც 30 ადამიანია დასაქმებული და წლიურად 300 ტონა სხვადსხვა სახის სასურსათო პროდუქცია იწარმოება. საწარმოში ჯამურად 459,833 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 183,933 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 229,917 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. შიდა ქართლში სოფლის მეურნეობის მინისტრმა პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებულ ბაღებში პირველი მოსავლის აღების პროცესშიც მიიღო მონაწილეობა. შპს „ქართულმა ბაღმა“ პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში ახალი ხეხილის ბაღი 2015 წელს გააშენა. კომპანიამ 10 ჰექტარზე ვაშლის ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 98,730 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, საიდანაც 80,080 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 18,650 ლარი წვეთოვანი სისტემის მოწყობისთვის იყო განკუთვნილი. (NS)
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)