01:36 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-05 20:22:47, 1831 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლიტვის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უფროსი ესტუმრა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლიტვის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უფროსი ესტუმრა. გენერალ-ლეიტენანტის იონას ვიტაუტას ჟუკასის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გენერალურ შტაბში გაიმართა.

ცერემონიალის დასრულების შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსსა და ლიტველ კოლეგას შორის ოფიციალური ორმხრივი შეხვედრა შედგა. მოგვიანებით, ორი ქვეყნის პირველმა სამხედრო პირებმა განცხადებები გააკეთეს. 

გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და გენერალ-ლეიტენანტმა იონას ვიტაუტას ჟუკასმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი ორმხრივი თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის განცხადებით, ლიტვასთან თანამშრომლობა საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების განვითარებას ხელს უწყობს. მან ლიტველ კოლეგას მადლობა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისათვის გადაუხადა. გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ყურადღება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში მხარდაჭერისა და ლიტველი ექსპერტების ჩართულობის საკითხზეც გაამახვილა. საუბარი სამხედრო სწავლებებში ქართველი და ლიტველი სამხედროების მონაწილეობას, ასევე სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს შეეხო.

ვიზიტის ფარგლებში, ლიტვის შეიარაღებული ძალების უფროსი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში იმყოფებოდა. JTEC-ის ხელმძღვანელებმა, ასევე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ლიტველ სტუმარს ცენტრის ისტორიის, ამოცანებისა და მიზნების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. ლიტვის დელეგაციის წევრებმა ცენტრის ინფრასტრუქტურაც დაათვალიერეს. დღესვე, ლიტვის დელეგაციის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ქართველ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. გენერალ-ლეიტენანტმა იონას ვიტაუტას ჟუკასმა თავდაცვის უწყების შთაბეჭდილებების წიგნში ჩანაწერიც დატოვა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ლიტვის დელეგაცია გორში ეროვნულ თავდაცვის აკადემიასაც ესტუმრება.

ოფიციალურ შეხვედრებს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, ლიტვის ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასი, თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ვიტაუტას რაკაუსკასი და დელეგაციის წევრები დაესწრნენ. ლიტვის დელეგაციის საქართველოში ვიზიტი ხვალ დასრულდება.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics