2017-10-05 17:27:12, 2159 ნახვა
საზოგადოება
„თბილისობასთან“ დაკავშირებით, ევროპის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 6 ოქტომბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით, ევროპის მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული:
„შესაბამისად, გორგასლის ქუჩიდან ევროპის მოედნის გავლით ბარათაშვილის ქუჩისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების მარშრუტები დროებით შეიცვლება.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი გორგასლის ქუჩიდან მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გააგრძელებს, აუხვევს ხიდის ქუჩაზე, გაივლის ზაარბრიუკენის მოედანს, ტოლსტოისა და ხეთაგუროვის ქუჩებს, საიდანაც ბარათაშვილის ხიდს დაუკავშირდება“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
ავტორი: ,