|
2017-10-05 15:55:53, 2518 ნახვა
მსოფლიო
კანადის პარლამენტმა ე.წ. მაგნიტსკის კანონის მსგავსი დოკუმენტი დაამტკიცა
კანადის პარლამენტმა ე.წ. მაგნიტსკის კანონის მსგავსი დოკუმენტი დაამტკიცა, - ამის შესახებ Ria იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, კანონი ერთხმად მიიღეს. მას მხარი დარბაზში მყოფმა 277-მა დეპუტატმა დაუჭირა. პროცედურის თანახმად, პარლამენტის შემდეგ კანონს მხარი სენატმა უნდა დაუჭიროს. ამის შემდეგ ის ინგლისის დედოფალს უნდა გადაეგზავნოს, რომელიც მას ხელს მოაწერს. დოკუმენტი ადამიანის უფლებების დარღვევაში მხილებული, კორუმპირებული მაღალჩინოსნების მიმართ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ოფიციალურ ოტავას, დოკუმენტის თანახმად, უფლება ექნება კანონდამრღვევ პოლიტიკოს ქონება ჩამოართვას. ამასთან, კანონი ხსენებული დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსებისთვის ვიზების გაუქმებასა და ფინანსურ სანქციებს ითვალისწინებს. ე.წ. მაგნიტსკის აქტი ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედებს. რუსული მხარე კანადის პარლამენტის გადაწყვეტილებას რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევად აფასებს. რუსეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის ფედერაციის საბჭოს დროებითი კომისიის თავმჯდომარის ანდრეი კლიმოვის თქმით, ეს "მტრული" ნაბიჯი იქნება და შესაბამის "პასუხსაც" მიიღებს. ცნობისთვის, ფონდ Hermitage Capital Managemen-ის თანამშრომელი სერგეი მაგნიტსკი, რომელსაც რუსეთში საგადასახადო მაქინაციებში ედებოდა ბრალი, 2009 წელს ციხეში გარდაიცვალა. ამის შემდეგ, 2012 წელს ამერიკა მიიღო კანონპროექტი, რომელიც რუსეთის მოქალაქეების მიმართ სანქციების დაწესებას ითვალისწინებდა. ამიტომ კანონს ბრალდებული სახელი დაერქვა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)