00:32 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-05 15:53:34, 1779 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სახლში პროგრამა „მოხალისე“ განახლდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა" ახალგაზრდული პროგრამა „მოხალისე" განაახლა.

პროგრამა სსიპ „იუსტიციის სახლთან“ ერთად ქვეყნის მასშტაბით 10 ქალაქში დაიწყო. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი თათია ხოჭოლავა თბილისის იუსტიციის სახლში მომუშავე მოხალისეებს შეხვდა და მათ საქმიანობას ადგილზე გაეცნო.

თათია ხოჭოლავამ ახალგაზრდებს პროგრამაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და მოხალისეობრივი საქმიანობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.  ამჯერად, პროგრამაში   14-21 წლის 200-ზე მეტი ახალგაზრდა ჩაერთო. პროგრამის მიზანია მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა. 

პროგრამის მონაწილეებისთვის თავდაპირველად  გარკვეული ტრენინგკურსი ტარდება, რომლის ფარგლებშიც თეორიული ნაწილის გარდა მოქალაქეებთან კომუნიკაციის იმიტირებული შემთხვევებიც თამაშდება. ინტენსიური ტრენინგები და პრაქტიკული საქმიანობები პროგრამის მონაწილე მოზარდებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ამ კურსის გავლის შემდეგ ახალგაზრდები უფრო მომზადებული ერთვებიან იუსტიციის სახლში მოქალაქეების მიღების პროცესში. მოხალისეები იუსტიციის სახლის თანამშრომლებს მოქალაქეების მიღებაში საჭიროების მიხედვით გარკვეული დროით ეხმარებიან. 

როგორც ცნობილია, იუსტიციის სახლის მომსახურებით, მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედ 19 ფილიალში,  ყოველდღიურად 20 000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს. იუსტიციის სახლის მომხმარებელს  საშუალება აქვს, ერთ სივრცეში  400-მდე სერვისი მიიღოს.  

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ერთ-ერთი მიმართულებაა ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, შემოქმედებითი ინიციატივების განვითარება, მოხალისეობრივი კულტურის წახალისება და სამართლებრივი/სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება. პროგრამა 2014 წელს დაიწყო და მასში 2 ათასზე მეტი მოხალისე მონაწილეობდა.

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics