00:32 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-05 14:04:27, 1792 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მატჩს ყოფილი პატიმრები დაესწრებიან

იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის"  ბენეფიციარები საქართველოს ეროვნული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ მატჩს დაესწრებიან.

ქართველი ფეხბურთელები უელსის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. თამაშს ყოფილი პატიმრები და მათი ოჯახის წევრები დაესწრებიან. მატჩი  დინამო არენაზე 6 ოქტომბერს, 20.00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით, „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ აქტიური მხარდამჭერია.  სფფ ყოფილი პატიმრებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის ბილეთების კვოტირებულ რაოდენობას სისტემატურად გამოყოფს.

„ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა" იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 2012 წლის ბოლოს შეიქმნა. პროგრამას იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს. პროგრამის მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან  გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics