00:33 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-05 12:54:04, 1524 ნახვა

საზოგადოება
იანვარ-სექტემბერში საქართველოდან მსოფლიოს 45 ქვეყანაში 52, 7 მილიონი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული

მიმდინარე წლის  იანვარ-სექტემბერში საქართველოდან მსოფლიოს 45 ქვეყანაში ექსპორტირებულია 52,7 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 63%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.  
როგორც "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, 
 საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 116 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 55%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი სამანაშვილის თქმით, ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია აშშ-ს, ევროკავშირის, აზიის  და სხვა  ბაზრების მიმართულებით. 
  „მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 63%-ით გაიზარდა ღვინის ექსპორტი, 55%-ითაა გაზრდილი ღვინის რეალიზაციით მიღებული შემოსავლებიც, რაც იძლევა პროგნოზის გაკეთების საშუალებას, რომ წლის ბოლოს საქართველოდან ღვინის რეკორდული რაოდენობის ექსპორტი განხორციელდება. ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია აშშ-ს, ევროკავშირის, აზიის  და სხვა  ბაზრების მიმართულებით, რაც  ღვინის ეროვნული სააგენტოსა და მეღვინეობის დარგის შეთანხმებული საქმიანობისა შედეგია“ - აღნიშნა  გიორგი სამანიშვილმა.  
   უწყების ინფორმაციით, ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი - 44% (5537261), რუსეთი - 95% (33243157), უკრაინა - 54%(5322683), პოლონეთი - 14% (1869852), ლატვია - 36% (1141778), ბელარუსი - 34% (1054994), აშშ - 81% (346398), გერმანია - 28% (286156), ისრაელი - 305% (170834), მონღოლეთი - 182% (112710), საფრანგეთი - 321% (96790),  აზერბაიჯანი 102% (102 342) და სხვა.  
  ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი (33243157), ჩინეთი (5537261), უკრაინა (5322683), ყაზახეთი (2044143) და პოლონეთი (1869852).  
 ამასთან, მსოფლიოს 22  ქვეყანაში ექსპორტირებულია 11 354 403 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 89%-ით აღემატება 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. 
სულ ექსპორტირებულია  25 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  84%-ს აღწევს.
   საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 18 ქვეყანაში ექსპორტირებულია 147 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 131% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები  439,3 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით 83%-ს მიაღწია.
   მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები საანგარიშო პერიოდში 194 მლნ აშშ დოლარს შეადგენს - ზრდამ 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 54% შეადგინა.


(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics