|
2017-10-05 11:59:32, 2305 ნახვა
მსოფლიო
მექსიკაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 369-მდე გაიზარდა
მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 369-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ Denverpost იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ყველაზე მეტი ადამიანი მეხიკოში დაიღუპა. მეხიკოს ადმინისტრაციის წარმომადგენლის, ვალენტინ ონიარტეს ცნობით კი დღეს დილით, ალვარო ობრეგონის ქუჩის 286-ში მდებარე ჩამონგრეული სახლის ნანგრევების ქვეშ სტიქიის უკანასკნელი მსხვერპლი იპოვეს. საერთო ჯამში 38 შენობა დაინგრა. ამ მისამართზე აღმოჩენილი გარდაცვლილების რაოდენობამ 49-ს მიაღწია. მაშველებმა ნანგრევებიდან 30 ცოცხალი ადამიანის გამოყვანა მოახერხეს. შეგახსენებთ, რომ 22 სექტემბერს მექსიკის ქალაქ პუებლა-დე-სარაგოსას მახლობლად 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში მექსიკაში ეს უკვე მეორე მიწისძვრაა. 8 სექტემბერს მექსიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აღსანიშნავია, რომ მიწისძვრა, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიწისძვრის 32-ე წლის თავს დაემთხვა, რომლის შედეგადაც მექსიკაში 10 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)