17:38 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-05 11:48:14, 2240 ნახვა

მსოფლიო
ოკლაჰომაში მამაკაცი დააკავეს, რომელიც ლას-ვეგასის მსგავსი თავდასხმის განხორციელებით იმუქრებოდა

სამართალდამცველებმა ოკლაჰომაში მამაკაცი დააკავეს, რომელიც ლას-ვეგასის მსგავსი თავდასხმის განხორციელებით იმუქრებოდა, - ამის შესახებ Fox News იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, 39 წლის როდერიკ რობინსონი საკუთარ სახლში დააკავეს.

მანამდე, რობინსონმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ოკლაჰომაში ხალხს მოკლავდა და ამას სტივენ პედოკის მსგავსად გააკეთებდა. ამის შემდეგ, რამდენიმე მოქალაქემ პოლიციას მიმართა.

სამართალდამცველების თქმით, დაკავებული ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის იძებნებოდა.

შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბერს ლას-ვეგასში, მუსიკალურ ფესტივალზე სროლა იყო, რის შედეგადაც 59 ადამიანი დაიღუპა, 527 კი, დაშავდა. 64 წლის სტივენ პედოკმა სასტუმროს ნომრიდან ფესტივალზე შეკრებილ მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა. თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. მისი სახლის ჩხრეკისას პოლიციამ 42 ერთეული იარაღი აღმოაჩინა. მოგვიანებით მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ტერორისტების თქმით, პედოკი მათი "ჯარისკაცია", რომელიც დაჯგუფებაში რამდენიმე თვის წინ გაწევრიანდა. თუმცა, პოლიცია ამ ინფომრაციას არ ადასტურებს, პედოკსა და ტერორისტებს შორის კავშირის არ არსებობის გამო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics