|
2017-10-04 19:48:42, 2402 ნახვა
მსოფლიო
პუტჩის დროს, ერდოღანზე თავდასხმაში ბრალდებულ 40 პირს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
თურქეთის სასამართლომ 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დროს ქვეყნის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიფ ერდოღანზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულ 40 პირს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, - ამის შესახებ ABC News იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სასამართლომ გადამდგარი ვიცე-პოლკოვნიკი ჰუსეინ იილმაზი გაამართლა. მედიის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ეჭვმიტანილებმა თავდასხმის განხორციელებისთვის ვერტმფრენი გამოიყენეს. კერძოდ კი, მათ იმ სასტუმროზე იერიშიც მიტანა სურდათ, რომელშიც პუტჩის დროს ერდოღანი იმყოფებოდა. ერდოღანმა თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე სასტუმრო დატოვა. შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 15 ივლისს, თურქეთში სამხედროებმა სახელმწიფო გადატრიალება სცადეს, რომლის დროსაც 230-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 2 ათასზე მეტი დაშავდა. ამის შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით მასობრივი დაკავებები დაიწყო, სახელმწიფო სტრუქტურებიდან ხალხის გათავისუფლება დაიწყო. თურქეთი პუტჩის მოწყობას მუსლიმ მქადაგებელს ფეთჰულა გიულენს აბრალებს. გიულენი ბრალდებებს უარყოფს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)