21:34 - 21 Jul, 2026
|
2017-10-04 16:55:36, 11837 ნახვა
High - Tech
სომხეთში პირველი ადგილობრივი წარმოების ელექტრომობილი წარადგინეს
ერევნის საგამოფენო ცენტრ "ერევან ექსპოში" ყოველწლიური ტექნოლოგიური გამოფენის ფარგლებში ადგილობრივი წარმოების პირველი ელექტრომობილი წარადგინეს. ავტომობილის დიზაინი და პროექტი ადგილობრივ მეწარმე დავიდ გევორქიანს ეკუთვნის. პროტოტიპის დამზადებაზე 6 თვე დასჭირდა. შემქმნელის თქმით, ამ ავტომობილის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი შექმნა ჩვეულებრივი მანქანის ნაწილების გამოყენებითაა შესაძლებელი. სომხური ელექტრო ავტომობილის ძრავი და ბატარეა იმპორტულია, ხოლო დანარჩენი დეტალები - ადგილობრივი წარმოებისაა. მანქანას, რომლითაც ერთი დამუხტვით 50 კმ-ის გავლას შეძლებთ, სახელი ჯერჯერობით არ აქვს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)