01:05 - 17 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-04 14:58:07, 2321 ნახვა

მსოფლიო
აშშ-მ 15 კუბელი დიპლომატი გააძევა

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ 15 კუბელი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა, - ამის შესახებ ქვეყნის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა.

როგორც Reuters-ი იუწყება, ოფიციალურმა ვაშინგტონმა შესაბამისი გადაწყვეტილება, ამერიკელ დიპლომატებზე სავარაუდოდ განხორციელებული "აკუსტიკური თავდასხმების" გამო მიიღო.

თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ კუბა აღნიშნულ საკითხს საფუძვლიანად არ იძიებს. კუბელმა დიპლომატებმა აშშ კვირის ბოლომდე უნდა დატოვონ.

ცნობისთვის, სექტემბერში ხუთმა რესპუბლიკელმა სენატორმა რექს ტილერსონს მიმართა და ყველა კუბელი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევება მოითხოვა. მათი შეფასებით, ისინი პერსონა ნონ გრატად უნდა გამოაცხადონ. ასეთი ზომები "აკუსტიკური თავდასხმების" საპასუხოდ მიიღეს, რომელიც სავარაუდოდ აგვისტოში კუბაში ამერიკელი დიპლომატიური მისიის თანამშრომლების მიმართ განხორციელდა. აშშ-ში აცხადებენ, რომ თავდასხმების შედეგად, სულ მცირე 16 დიპლომატი დაშავდა. კერძოდ კი, მათ ნერვული სისტემის განვითარების პრობლემები აღენიშნებათ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თეთრი სახლი: ტრამპი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს დაესწრება
აშშ-მ ირანზე საჰაერო დარტყმების ახალი ტალღის დაწყების შესახებ განაცხადა
აშშ-მ გაამკაცრა ვიზების გაცემის წესები უცხოელი ჟურნალისტებისა და სტუდენტებისთვის
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics