16:11 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-04 13:54:13, 2385 ნახვა

მსოფლიო
ესპანეთის მეფე: კატალონიამ ყველა დემოკრატიული პრინციპი და ჰარმონია დაარღვია

ესპანეთის მეფემ ფელიპე მეექვსემ დამოუკიდებლობის რეფერენდუმთან დაკავშირებით კატალონიის ხელისუფლების ქმედებებს უკანონო და არადემოკრატიული უწოდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც მონარქმა აღნიშნა, კატალონიაში მიმდინარე მოვლენები რეგიონის ეკონიმიკურ სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. 

"კატალონიის ლიდერებმა დაუშვებელი და უკანონო ქმედებების განხორციელება უნდა შეწყვიტონ. მათ ყველა დემოკრატიული პრინციპი და კატალონიურ საზოგადოებაში ჰარმონია დაარღვიეს. ჩვენ უნდა მივყვეთ დემოკრატიულ პრინციპებს. აქედან გამომდინარე, კატალონია დარჩება ესპანეთის შემადგენლობაში", - განაცხადა ფელიპემ. 

მანვე დასძინა, რომ ქვეყანა ამ კრიზისული მდგომარეობას გადალახავს. 

შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი კვირას, 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 893 შეადგენს, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებამ 2,300 საარჩევნო უბნის გახსნა მოახერხა, საიდანაც პოლიციამ 400-მდე საარჩევნო უბანი დახურა. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics