|
2017-10-04 13:26:50, 2258 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი ლას-ვეგასის თავდამსხმელზე: სტივენ პედოკი იყო ავადმყოფი, შეშლილი ადამიანი
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ლას-ვეგასში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. ტრამპმა თავდამსხმელ სტივენ პედოკს, შეშლილი და ავადმყოფი ადამიანი უწოდა. "ლას-ვეგასში მომხდარი საზარელი თავდასხმის განმხორციელებელი, 64 წლის სტივენ პედოკი იყო ავადმყოფი, შეშლილი ადამიანი. ვფიქრობ, მას ბევრი პრობლემა ჰქონდა, ჩვენ ახლა მის წარსულს ვსწავლობთ“, - განაცხადა ტრამპმა. დონალდ ტრამპს შეკითხვა იარაღის კონტროლზეც დაუსვეს. ტრამპის თქმით, დროთა განმავლობაში, ამერიკის მთავრობა განიხილავს ამ საკითხს, თუმცა დამატებით დეტალებზე საუბრისგან მან თავი შეიკავა. შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბერს ლას-ვეგასში, მუსიკალურ ფესტივალზე სროლა იყო, რის შედეგადაც 59 ადამიანი დაიღუპა, 527 კი, დაშავდა. 64 წლის სტივენ პედოკმა სასტუმროს ნომრიდან ფესტივალზე შეკრებილ მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა. თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. მისი სახლის ჩხრეკისას პოლიციამ 42 ერთეული იარაღი აღმოაჩინა. მოგვიანებით მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ტერორისტების თქმით, პედოკი მათი "ჯარისკაცია", რომელიც დაჯგუფებაში რამდენიმე თვის წინ გაწევრიანდა. თუმცა, პოლიცია ამ ინფომრაციას არ ადასტურებს, პედოკსა და ტერორისტებს შორის კავშირის არ არსებობის გამო.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)