23:33 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-03 17:17:17, 1709 ნახვა

საზოგადოება
მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში „აგრარული მეცნიერების დღე“ გაიმართა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლებმა, მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის სემინარები ჩაატარეს.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით,  სემინარის ფარგლებში განიხილეს ზოოანთროპონოზური ინვაზიური დაავადებების ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და მათი აღმძვრელებით ადამიანის დაავადების რისკ-ფაქტორები,  თუთის აბრეშუმხვევიას გენოფონდის შენარჩუნების მნიშვნელობა და გაუმჯობესების ღონისძიებები, სარძეო და სახორცე მეძროხეობის განვითარების პერსპექტივები საქართველოში, ვირუსები უტევენ მოსავალს; აგროწარმოების კარგი პრაქტიკა - „GAP".

მათივე ინფორმაციით, მსმენელებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ სრული ინფორმაცია აგრარულ დარგში მიმდინარე პოექტებისა და ინოვაციების შესახებ და გაცნობოდნენ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობას.

„აგრარული მეცნიერების დღის“ ფარგლებში ასევე გაიმართა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სასტენდო გამოფენები, სადაც სხვადასხვა ექსპონატთან ერთად წარდგენილი იყო სიმინდის ახალი ჯიში „სახამებლიანი შავი” და შვრიის ახალი ჯიში „არგო“.

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის წილკნის და ჯიღაურას ბაზებზე ასევე გაიმართაშემეცნებითი ტურები.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა და სტუდენტებმა კვლევითი ცენტრის ლაბორატორიები დაათვალიერეს და სემინარები „ნიადაგი და კლიმატის ცვლილება“; „მყნობის ტექნოლოგიის გამოყენება ბოსტნეულ-ბაღჩეულ კულტურებში“, „თხილის ბაღის აგროტექნიკა“; „თუთა ჩვენი მეგობარი“მოისმინეს.

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 24 სექტემბერს გაიხსნა და 8 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

მასში მონაწილეობას საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ბიბლიოთეკები იღებენ.

(NS) 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics