|
2017-10-03 16:01:33, 1867 ნახვა
ეკონომიკა
პაშა ბანკი Caspian Energy-ის მიერ ჩატარებული პირველი CEO Lunch Tbilisi-ის პარტნიორია
29 სექტემბერს Caspian European Club-ის და Caspian American Club-ის ორგანიზებით საქართველოში პირველად გაიმართა CEO Lunch Tbilisi-ის შეხვედრა. აღნიშნული ღონისძიება Caspian Energy-ს მიერ საქართველოში თავისი საქმიანობის განახლებას უკავშირდება. CEO Lunch Tbilisi-ის ფარგლებში გაიმართება აზერბაიჯანული და ქართული კომპანიების დირექტორთა შეხვედრები. ღონისძიებას საპატიო სტუმრების სახით ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი. შაინ მამმადოვმა, პაშა ბანკი საქართველოს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა, სტუმრებს პრეზენტაციის სახით წარუდგინა პაშა ბანკის პროექტები და ფინანსური შედეგები დაარსებიდან დღემდე. მან ასევე ხაზი გაუსვა CEO Lunch Tbilisi-ის მნიშვნელობას ორი ქვეყნის ბიზნეს-წრეების დაახლოვებისთვის. ბ-ნმა გიორგი კვირიკაშვილმა პაშა ბანკს სპეციალური სამადლობელო სერტიფიკატი გადასცა პროექტის მხარდაჭერისთვის. საქართველოს პრემიერ მინისტრმა მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს. მისი სიტყვებით: „ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს ახალი ბიზნეს კონტაქტების დამყარებას არა მხოლოდ საქართველოსა და აზერბაიჯანს, არამედ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს შორისაც.“ მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას და აზერბაიჯანი ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი და სასურველი მხარეა. „ვიმედოვნებ, რომ ქართველი ბიზნესმენებიც დაინტერესდებიან აზერბაიჯანის ბაზრით და იქაც განავითარებენ თავის საქმიანობას.“ - განაცხადა ბ-ნმა გიორგი კვირიკაშვილმა. Caspian European Club-ის და Caspian American Club-ის გენერალურმა დირექტორმა ტელმან ალიევმა ასევე გაუსვა ხაზი CEO Lunch Tbilisi-ის მნიშვნელობას - ღონისძიების, რომელიც კომფორტულ, არაფორმალურ გარემოს შექმნის საქმიანი ურთიერთობების და მოლაპარაკებებისთვის. CEO Lunch Tbilisi-ის შეხვედრები ყოველი თვის ბოლო პარასკევს ჩატარდება, შემდეგი შეხვედრა 27 ოქტომბერსაა დაგეგმილი.
(R)
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)