|
2017-10-03 14:38:54, 1999 ნახვა
კომენტარი
გია ვოლსკი: პრეზიდენტმა ულტიმატუმი დაიჭირა ხელში და მას დასაბუთებული მოსაზრებები შეარქვა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მონაწილეობით პრეზიდენტთან შეხვედრა აზრს მოკლებული იყო, ვინაიდან ოპოზიცია ულტიმატუმით გამოვიდა. როგორც ვოლსკიმ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, „სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმაც ულტიმატუმი დაიჭირა ხელში და მას დასაბუთებული მოსაზრებები შეარქვა“. დეპუტატს მოლოდინი აქვს, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციურ პროექტს დაადებს ვეტოს, რომელიც სწორედ ამ მოსაზრებებზე იქნება დაფუძნებული: „სრულიად მედია სივრცეში გაცილებით მეტ ყურადღებას აქცევენ იმას, თუ ვინ ვისთან დაჯდა მოლაპარაკების მაგიდასთან, ვინ დაუპირისპირდა, ვინ დესტრუქციულად აღიარა, ან მიუღებლად აღიარა, მეორე მხარის არაკონსტრუქციულობაზე მიუთითა. ამას მეტი ყურადღება ექცევა, ვიდრე ამ თემის საქმიან ნაწილს. რასაკვირველია, ოპოზიციის გარკვეულ ნაწილთან ერთად ყოფნა და ამ საკითხის განხილვა აზრს მოკლებული იყო იმდენად, რამდენადაც ოპოზიცია ულტიმატუმით გამოვიდა (ულტიმატუმი ჰქვია იმას, რაც მათ გააკეთეს) და მოლაპარაკებები პრაქტიკულად შეაჩერეს. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმაც ეს ულტიმატუმი დაიჭირა ხელში და შეარქვა მას დასაბუთებული მოსაზრებები და, ალბათ, ამ შინაარსის იქნება მომავალშიც მისი ვეტო, ყველა ამის მოლოდინშია“,-აღნიშნა გია ვოლსკიმ. თუმცა, გია ვოლსკის აზრით, პრეზიდენტთან შეხვედრა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ გიორგი მარგველაშვილს ექნება შესაძლებლობა, დამატებითი არგუმენტები მოისმინოს. ვოლსკის განცხადებით, „კარგი იქნება, თუკი პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ არგუმენტებს გაითვალისწინებს და ულტიმატუმის ფორმატიდან გამოვა“: „ვფიქრობ, ხვალინდელი შეხვედრა მნიშვნელოვანი იქნება იმ თვალსაზრისით, რომ კიდევ დამატებითი არგუმენტების მოსმენა პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანი იქნება. თანაც ეს არგუმენტები მნიშვნელოვანწილად გაზიარებულია ვენეციის კომისიის მიერ. ჩვენ ყველა რესურსი უნდა გამოვიყენოთ, რათა გავიდეთ ამ საკითხიდან ისე, რომ სახელმწიფოც არ დაზარალდეს და კონსტიტუციის სახით მივიღოთ შესანიშნავი დოკუმენტი, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა უკვე უჭერს მხარს იმ გარკვეული შესწორებებით, რასაც პრეზიდენტს ვთავაზობთ. ეს არის საქმის არსი. რაც შეეხება იმას, დავსხდებით თუ არა ოპოზიციასთან ერთად, რატომაა უკეთესი პრეზიდენტთან მარტო შეხვედრა, ეს მეათე ხარისხოვანი თემებია და ვფიქრობ, ამ საკითხზეც გვექნება ცალკე საუბარი, თუ საჭირო გახდა. ახლა ეს მდგომარეობაა. ჩვენი შეთავაზება ძალაში რჩება. ის ორი შესწორება შეგვიძლია შევიტანოთ კონსტიტუციის პროექტში, თუნდაც ამისთვის საჭირო იყოს ახალი ინიცირება. კარგი იქნება, თუკი პრეზიდენტი გაითვალისწინებს მოსაზრებებს, მათ შორის ვენეციის კომისიისას, გათვალისწინებს ჩვენს არგუმენტებს და უფრო სიღრმისეულ ანალიზს გააკეთებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება და გამოვა ამ ულტიმატუმის ფორმატიდან“,-აღნიშნა გია ვოლსკიმ „ექსპრესნიუსთან“ საუბარში. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებასთან" შეხვედრის კონკრეტულ თარიღს ასახელებს და მმართველ პარტიას პრეზიდენტთან შესახვედრად ხვალ, ოთხშაბათს, 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე პრეზიდენტის სასახლეში იწვევს. ამავე თემაზე ვოლსკის ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები პრეზიდენტთან შეხვედრაზე მივლენ http://epn.ge/index.php?id=52937
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)