|
2017-10-03 14:08:20, 2363 ნახვა
მსოფლიო
რეჯეპ ტაიფ ერდოღანი: თურქეთს ევროკავშირში გაწევრიანება აღარ სურს
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთს ევროკავშირში გაწევრიანება აღარ სურს, - შესაბამისი განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ერდოღანი თვლის, რომ ევროკავშირი თურქეთთან სხვადასხვა სფეროში სათანადოდ არ თანამშრომლობს. "თურქეთს აღარ სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ თუ ევროკავშირს მართლაც სურს რეალურ წინსვლას მიაღწიოს, მან უნდა მისცეს თურქეთს წევრობა, რადგან სწორედ ამ გზით შეიძლება ევროკავშირმა ეკონომიკურ და კულტურულ გაფართოებას მიაღწიოს", - განაცხადა ერდოღანმა. თურქეთის ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ დიალოგი ბრიუსელმა 2005 წელს წამოიწყო, მას შემდეგ თურქეთი ევროგაერთიანებაში გაწევრიანებას ელოდება. ამასთან, ევროკავშირის წევრი ქვეყნები აცხადებენ, რომ თურქეთი არღვევს ევროგაერთიანების პრინციპებს და სწორედ ესაა მიზეზი, გაწევრიანების პროცესის გაჭიანურებისა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)