|
2017-10-03 12:28:49, 1680 ნახვა
საზოგადოება
„ლიბერთი ბანკმა“ ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული მწერლები დააჯილდოვა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა და „ლიბერთი ბანკმა", მასწავლებლის კვირეულის ფარგლებში, ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული მწერლები დააჯილდოვა. ფულადი ჯილდო და პორტატული კომპიუტერები კონკურსის პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ კონკურსანტებს გადაეცათ. საუკეთესო საკონკურსო მოთხრობისთვის - „მე არ ვარ, მასწ". პირველი ადგილის მფლობელი გახდა ეკა ქევანიშვილი; მეორე ადგილი მოიპოვა ზურა აბაშიძემ, მოთხრობისთვის „საშტატო ერთეულები"; მესამე ადგილი ერგო ლუკა ბაქანიძეს, მოთხრობისთვის „ისროდნენ, მასწ". გარდა ამისა, კონკურსის მონაწილე 62 ავტორიდან, მწერლებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოვლინა საუკეთესო ათეული, რომელშიც, საპრიზო ადგილების მფლობელთა გარდა, მოხვდნენ: · თორნიკე ჭელიძე– ჯავახეთის დღიური · დიანა ანფიმიადი – კავშირი · ლევან ლორია -კურუმ, კურუმ · ნათია როსტიაშვილი– ჩემი საქმე წასულია, მარუს · ცოტნე ცხვედიანი– ცხენების გაშვება · მიშა ბახსოლიანი- ჯართულის მასწავლებელი · ინა არჩუაშვილი– დედუკა ბექაური კონკურსის პარტნიორებმა პრიზები გამოყვეს სხვა კონკურსანტებისთვისაც. გამომცემლობა „ინტელექტმა" წიგნების ვაუჩერები გადასცა ნინია სადღობელაშვილს და ინა არჩუაშვილს, ხოლო გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში" წიგნების ვაუჩერებით დაასაჩუქრა დიანა ანფიმიადი და ლევან ლორია. ფულადი ჯილდო გადაეცა „პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციისგან თორნიკე ჭელიძეს. ლიტერატურული კონკურსი „საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე" მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უკვე მეორე წელია, რაც დაწესდა და მასში თანამედროვე ქართველი მწერლები მონაწილეობენ. კონკურსის მიზანია მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და მისი საქმიანობის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. (R)
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)