|
2017-10-03 12:19:02, 1918 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: ვფიქრობ, საზოგადოებრივი წესრიგი უფრო კარგად უნდა დავიცვათ
უდიდესი უსამართლობა - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანაინვესტირების ფონდის დაფინანსებულ თაბორის პროექტთან დაკავშირებით ოპონენტების ბოლოდროინდელი განცხადებები და ქმედებები. პრემიერის შეფასებით, თბილისში ხორციელდება უპრეცედენტო, ისტორიული პროექტი, რომელიც შექმნის მართლაც ანალოგის არმქონე, ყველასათვის ხელმისაწვდომ 400 ათას კვადრატულ მეტრ მწვანე სივრცეს, სასეირნო თუ სარბენი ბილიკებით, რეკრეაციული ზონით. „არ ვიცი, რა დავარქვა იმას, რასაც გასული დღეების განმავლობაში ვხედავთ. არსებობს პოლიტიკური უსინდისობა, არსებობს ადამიანური უსინდისობა და არსებობს ამ ყველაფრის ზღვარი. ჩვენ ვხედავთ ამ ზღვარს იქით გადასულ ადამიანებს. მე მათ პოლიტიკოსებსაც ვერ დავარქმევ, რადგან ისინი არიან აშკარად წარსულის პოლიტიკოსები, გაკოტრებული პარტიის და გაკოტრებული ლიდერის მიმდევრები, რომლებიც ცდილობენ ამ ტყუილით და უსინდისობით მიიპყრონ კიდევ ყურადღება", - განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაური თბილისის მერიასთან გამართულ აქციას გამოეხმაურა, რომლის დროსაც რამდენიმე ადამიანი გზის გადაკეტვას და 4-5 საათის განმავლობაში ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ქუჩის პარალიზებას ცდილობდა. პრემიერმა საზოგადოებრივი წესრიგის უკეთ დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა. „ისინი ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს პუშკინის სკვერის მითვისება. სინამდვილეში საუბარია პუშკინის სკვერის მიმდებარე, მიწისქვეშა ტერიტორიაზე პარკინგის მშენებლობაზე. დღეს მერია სანთლით ეძებს ადამიანებს, რომლებიც თბილისში 10 პარკინგს ააშენებენ, რადგან თბილისში არ არის პარკინგები. სამწუხაროდ, დღეს პარკინგი ვერ გახდა ბიზნესი, რადგან პარკინგის ღირებულება არ არის ისეთი, როგორიც შეიძლება იყოს მსოფლიოს წამყვან ქალაქებში, ამიტომ პარკინგი ძალიან გვჭირდება. ეს ადამიანი, პრაქტიკულად აბსოლუტურად არაკომერციულ საწყისებზე აშენებს ორჯერ მეტ პარკინგს, ვიდრე ეს სჭირდება სასტუმროს, რომელიც იქ შენდება. ასევე ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს ბოტანიკური ბაღის მითვისება. სინამდვილეში, საუბარია ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე - სულ რამდენიმე ასეულ კვადრატულ მეტრზე, იმისთვის, რომ ბოტანიკური ბაღიდან წავკისამდე არსებული გახრიოკებული ფერდობები, რომელზეც ამ პროექტის მშენებლობაა გათვალისწინებული, გამწვანდეს და მოირწყას. ყველაფერს და მათ შორის ტყუილსაც საზღვარი აქვს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოსახლეობა ამას ძალიან კარგად ხედავს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)