08:08 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-03 12:05:04, 1829 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენი მზადყოფნა შეხვედრის შესახებ ძალაში რჩება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მმართველი გუნდის მზადყოფნა პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ ძალაში რჩება.

„ჩვენი მხრიდან შეთავაზება რა თქმა უნდა, ძალაში რჩება. ჩვენ მზადყოფნა გამოვხატეთ, რომ თუ იქნებოდა ასეთი სურვილი პრეზიდენტის მხრიდან, ჩვენ მას შევხვდებოდით აუცილებლად უმრავლესობის ფორმატში. ასევე, მე პირადად, გამოვხატე მზადყოფნა, რომ მისი სურვილის შემთხვევაში, შევხვდებოდი აუცილებლად საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა, ჯერჯერობით, არის დუმილი",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ვეტოს გამოყენება პრეზიდენტის უფლებაა და შესაბამისად, ინიციატივაც მის მხარესაა.

„ჩვენ მზადყოფნა გამოვხატეთ. ვეტოს უფლება არის პრეზიდენტის უფლება. შესაბამისად, მან უნდა ჩათვალოს საჭიროდ ეს შეხვედრა. აქ არ არის საუბარი იმაზე, მე ვიზამ, თუ ის იზამს. მისი უფლებაა ვეტოს გამოყენება და შესაბამისად, ინიციატივა არის მის მხარეს. მან უნდა შემოგვთავაზოს შეხვედრის ჩატარება, თუ მას მიზანშეწონილად და სწორად მიაჩნია ასეთი შეხვედრის ჩატარება და შედეგზე თუ იქნება ორიენტირებული ასეთი შეხვედრა, მას შეუძლია შემოგვთავაზოს. ჩვენ წინასწარ დავაფიქსირეთ მზადყოფნა შეხვედრის თაობაზე. შესაბამისად, თუ იქნება მისი მხრიდან შემოთავაზება, პასუხი, ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენგან იქნება პოზიტიური. შეხვედრა შედგება, უბრალოდ, ჩვენ ველოდებით ასეთ შემოთავაზებას. შემოთავაზება რა თქმა უნდა, უნდა იყოს კონკრეტული, ანუ, უნდა ვიცოდეთ, სად, როდის და რაზე ვხვდებით საქართველოს პრეზიდენტს. თუ იქნება ამის სურვილი და მზადყოფნა, ჩვენი მხრიდან წინასწარ დაფიქსირებულია შესაბამისი პოზიცია",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics