02:15 - 17 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-03 11:15:53, 2156 ნახვა

მსოფლიო
ლას-ვეგასში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 59-მდე გაიზარდა

ლას-ვეგასში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 59-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სროლის დროს კიდევ 527 ადამიანი დაშავდა, აქედან 14 დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

თავდასხმას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა და მას "აბსოლუტური ბოროტების აქტი" უწოდა.

ქვეყნის პირველი პირი ლას-ვეგასში 4 ოქტომბერს ჩავა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ლას-ვეგასში, მუსიკალურ ფესტივალზე სროლა იყო. 64 წლის სტივენ პედოკმა სასტუმროს ნომრიდან ფესტივალზე შეკრებილ მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა. თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. მისი სახლის ჩხრეკისას პოლიციამ 42 ერთეული იარაღი აღმოაჩინა. მოგვიანებით მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ტერორისტების თქმით, პედოკი მათი "ჯარისკაცია", რომელიც დაჯგუფებაში რამდენიმე თვის წინ გაწევრიანდა. თუმცა, პოლიცია ამ ინფომრაციას არ ადასტურებს, პედოკსა და ტერორისტებს შორის კავშირის არ არსებობის გამო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თეთრი სახლი: ტრამპი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს დაესწრება
აშშ-მ ირანზე საჰაერო დარტყმების ახალი ტალღის დაწყების შესახებ განაცხადა
აშშ-მ გაამკაცრა ვიზების გაცემის წესები უცხოელი ჟურნალისტებისა და სტუდენტებისთვის
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics