|
2017-10-03 11:02:50, 2203 ნახვა
მსოფლიო
ლას-ვეგასის თავდასხმის შემსრულებელ სტივენ პედოკს, 42 ერთეული იარაღი აღმოუჩინეს
სტივენ პედოკს, რომელმაც გუშინ, ლას-ვეგასში, მუსიკალური ფესტივალის მონაწილეების მისამართით ცეცხლი გახსნა, 42 ერთეული იარაღი აღმოუჩინეს, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 23 ერთეული იარაღი სასტუმროს მის ნომერში, ხოლო 19 ნევადაში, საცხოვრებელ სახლში იპოვეს. ამასთან, პოლიციამ ჯერჯერობით ვერ დაადგინა თუ რა გახდა, სროლის მიზეზი. მედიის ცნობით, მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს, სამართალდამცველებმა პედოკის კუთვნილი ავტომობილიც იპოვეს, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. გარდა ამისა, ლას-ვეგასის პოლიციის თქმით, მათ პედოკის ტერორისტებთან კავშირს არ ადასტურებენ, რადგან მსგავსი ფაქტი არ ფიქსირდება. შეგახსენებთ, რომ გუშინ ლას-ვეგასში სროლა იყო, რის შედეგადაც 59 ადამიანი დაიღუპა, 527 კი, დაშავდა. თავდამსხმელმა ფესტივალზე შეკრებილ მოსახლეობას, სასტუმროს აივნიდან გაუხსნა ცეცხლი. ის ლიკვიდირებულია. მოგვიანებით მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ტერორისტების ინფორმაციით, პედოკი მათი "ჯარისკაცია", რომელიც დაჯგუფებაში რამდენიმე თვის წინ გაწევრიანდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)