00:30 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-02 21:19:07, 1908 ნახვა

საზოგადოება
3 ოქტომბრის ანონსი

ხვალ, 3 ოქტომბერს, 11.00 საათზე, სასტუმრო „იოტაში" (თბილისი, ლერმონტოვის 10) გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენცია, სადაც მიმდინარე წლის სექტემბრის თვის, ასევე 2017 წლის 9 თვის ტურისტული მაჩვენებლები და მთის კურორტებზე გაწეული საქმიანობის ანგარიში იქნება წარმოდგენილი.

პრესკონფერენციას ჩაატარებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და მთის განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი ალექსანდრე ონოფრიშვილი.

2017 წლის 3 ოქტომბერს 11:00 საათზე სახალხო დამცველი არასათანადო მოპყრობის პრევენციის მიზნით საინფორმაციო კამპანიის " საზოგადოება წამების წინააღმდეგ" დაწყების პრესკონფერენციას გამართავს.

პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება კამპანიის ფარგლებში მომზადებული ვიდეორგოლი

მისამართი:ნ.რამიშვილის #6

ხვალ, 11:00 საათზე გაიმართება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის შეხვედრა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელთან, ჰარლემ დეზირთან და მის თამნხლებ პირებთან, ანა ლუბლანდთან და აიდარ ბოტაგაროვთან.

თბილისი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის სათათბირო ოთახი

ხვალ, 12:00 საათზე აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში უფასო ტრენინგი თბილისში ჩატარდება.

3 ოქტომბერს 12 საათზე  სწავლება თბილისის იუსტიციის სასწავლო ცენტრში გაიმართება.

ღია მმართველობის სფეროში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებმაც თბილისის მერობის კანდიდატებს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ დეკლარაციაზე ხელმოწერისთვის მიმართეს, ხვალ, 3 ოქტომბერს, პრესკონფერენციას გამართავენ და გაასაჯაროებენ, თუ რომელი კანდიდატები შეუერთდნენ დეკლარაციას.

პრესკონფერენცია ფონდის - „ღია საზოგადოება - საქართველო“ ოფისში 16:00 საათზე გაიმართება.

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics