08:08 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-02 17:03:53, 2161 ნახვა

პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი სამგორის დასახლებაში მოსახლეობას შეხვდა

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ისნის მე-10 საარჩევნო ოლქიდან, ლევან დავითაშვილი სამგორის დასახლებაში, 27-ე და 28- კორპუსების მცხოვრებლებს შეხვდა.

ლევან დავითაშვილმა ადგილობრივებს ქალაქის განვითარების გეგმა გააცნო და მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

როგორც მოსახლეობამ დეპუტატობის კანდიდატთან შეხვედრისას განაცხადა, მათ ძირითად საჭიროებას კორპუსის გადახურვა და სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია წარმოადგენს.

თავის მხრივ,  ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ პრობლემები, რომელიც ამ კორპუსების მცხოვრებლებს აწუხებთ, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პროგრამაში გათვალისწინებულია.

„ეს საკითხები ჩვენს პროგრამაში დეტალურადაა გაწერილი და შემიძლია მოსახლეობას პირობა მივცე, რომ ის საკმაოდ ოპერატიულად მოგვარდება. ამისთვის კი საჭიროა, 21 ოქტომბერს საზოგადოებამ მაქსიმალური აქტიურობა გამოიჩინოს და სწორი არჩევანი გააკეთოს“,-განაცხადა  ლევან დავითაშვილმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics