23:33 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-02 16:35:23, 2011 ნახვა

საზოგადოება
მასწავლებელი, რომელმაც მოსწავლეებთან „ოცნების“ დროშებით ფოტო გადაიღო, 1000 ლარით დაჯარიმდა

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ სხეფის საჯარო სკოლის მასწავლებელი, მარინა დარჩიძე, რომელმაც მოსწავლეებთან "ქართული ოცნების" დროშებით ფოტო გადაიღო, 1000 ლარით დაჯარიმდა.

შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს, შუახევის სასამართლომ მიიღო.

ცნობისთვის, მასწავლებლის მიმართ სამართალდარღვევათა ოქმი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 სექტემბერს შეადგინა.

მანამდე მასწავლებელი აცხადებდა, რომ დროშები მოსწავლეებმა მიიტანეს.

"კლასში აფრიალებდნენ [დროშებს] ბავშვები, მერე რა მოხდა? მაგას ვერ დავუკვირდი, რომ აგიტაციასავით გამომივიდოდა, მე არასდროს არცერთ პარტიაში არ ვყოფილვარ და არცერთი პარტიის მომხრე ვარ", -აცხადებდა დარჩიძე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics