00:30 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-02 15:33:08, 1584 ნახვა

საზოგადოება
„მაღალმთიან რეგიონებში სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამაში“ რეგისტრაცია გრძელდება

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამაში“ რეგისტრაცია 3 ნოემბრამდე  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე www.acda.gov.ge  არის შესაძლებელი.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეგიონული განვითარებისა და  ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად  ახორციელებს,  რაციონალურად და სწორად მოხდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების გამოყენება. 
უწყების ინფორმაციით, ამ მიზნით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლების წევრთა რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 11 მეპაიეს და მფლობელობაში გააჩნიათ არანაკლებ 200 სული ფური ან/და დეკეული იჯარით გადაეცემათ სათიბ-საძოვრები და  შესაბამისი აღჭურვილობა - ტრაქტორები, სათიბები, ასევე  სხვა საჭირო ინვენტარი. 
კოოპერატივებს გადაეცემა ერთ სულ ფურზე ან/და დეკეულზე სათიბი, არანაკლებ 0,5 და არაუმეტეს 2 ჰა, ხოლო, საძოვრის ფართობი ერთ სულ ფურზე ან/და დეკეულზე არანაკლებ 1 და არაუმეტეს 2 ჰა. 
პროგრამაში ჩართული კოოპერატივები ასევე მიიღებენ  ტრაქტორს, გუთანს, როტაციულ და სეგმენტურ სათიბელას, ფოცხს, მოთიბული მასის დამწნეხსა და მისაბმელს ტვირთის ტრანსპორტირებისათვის.
პროგრამა მოიცავს 29 მუნიციპალიტეტის წალკის, თეთრიწყაროს, დმანისის, ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, ნინოწმინდის, მცხეთის, ყაზბეგის, თიანეთის, დუშეთის, კასპის, გორის, ქარელის, ხაშურის, საგარეჯოს, ახმეტის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, წყალტუბოს, ჩოხატაურის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის, მესტიის, ხულოს მუნიციპალიტეტების იმ დასახლებებს, რომლებზედაც ვრცელდება „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N671 დადგენილება. 
დაგეგმილია  დუშეთის მუნიციპალიტეტში, უკანაფშავის  ადმინისტრაციულ ერთეულში რძის გადამამუშავებელი საწარმოს აშენება.
„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენება“ კიდევ ერთი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც  სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა უნდა გააუმჯობესოს და მათთვის კეთილდღეობის შექმნას შეუწყოს ხელი.


(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics