2017-10-02 14:00:17, 1963 ნახვა
საზოგადოება
IRI 21 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებს არ შეაფასებს
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის - IRI-ის ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელის სტივენ ნიქსის ინფორმაციით, ორგანიზაცია საქართველოში 21 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებს არ შეაფასებს, - ამის შესახებ ნიქსმა "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მან განმარტა, ეს ბიუჯეტის სიმცირის გამო ხდება.
"ამჯერად საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი არჩევნების მიმდინარეობას არ შეაფასებს, ჩვენ არ გვეყოლება სადამკვირვებლო მისია, ბიუჯეტის სიმცირის გამო, მხოლოდ რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი ჩავა, ეს არ იქნება სრულმასშტაბიანი სადამკვირვებლო მისია", - განაცხადა სტივენ ნიქსონმა.
ავტორი: ,