14:41 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-02 11:24:22, 2563 ნახვა

მსოფლიო
კარლეს პუჩდემონი: კატალონიელებმა სუვერენიტეტის უფლება მოიპოვეს

კატალონიის ლიდერის კარლეს პუჩდემონის განცხადებით, კატალონიელებმა სუვერენიტეტის უფლება მოიპოვეს, - ამის შესახებ მან სპეციალური ტელემიმართვის დროს განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც პუჩდემონმა აღნიშნა, რეფერენდუმის შედეგები უახლოეს დღეებში კატალონიის პარლამენტს გადაეგზავნება.

"ეს იყო იმედის დღე. ჩვენმა მოქალაქეებმა მოიპოვეს უფლება, კატალონია დამოუკიდებელი რესპუბლიკა გახდეს. მათ მოიპოვეს სუვერენიტეტის უფლება. უახლოესს რამდენიმე დღეში, რეფერენდუმის შედეგები კატალონიის პარლამენტს გადაეცემა, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას რეფერენდუმის კანონის შესაბამისად", - განაცხადა კარლეს პუჩდემონმა.

მისივე თქმით, ოფიციალურ მადრიდთან დიალოგისთვის მზადაა.

"ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის, რომელიც სასარგებლო იქნება, თუ წარიმართება კატალონიელი ხალხის პატივისცემით. ჩვენ ღია ვართ წინადადებებისთვის შუამავლობაზე, რომელიც ამ გზაზე დაგვეხმარება", - განაცხადა კატალონიის ლიდერმა.

შეგახსენებთ, რომ 1 ოქტომბერს კატალონიაში დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი რეფერენდუმი ჩატარდა.  მანამდე კი, ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ  შეაჩერა კატალონიის პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება,  დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე. რეფერენდუმის ჩატარების დროს კატალონიის მკვიდრებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მოხდა, რის შედეგადაც 761 ადამიანი დაშავდა. პოლიციამ ბარსელონაში გამართული აქციების დასაშლელად, რეზინის ტყვიებიც გამოიყენა. კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებამ 2,300 საარჩევნო უბნის გახსნა მოახერხა საიდანაც პოლიციამ 400-მდე საარჩევნო უბანი დახურა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics